დღის ახალი ამბები

"მე და ზლატანს ერთი სტილი გვაქვს" - ელგუჯა ლობჯანიძის განცხადება

"მე და ზლატანს ერთი სტილი გვაქვს" - ელგუჯა ლობჯანიძის განცხადება

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახურ ტობოლში გააგრძელებს. 

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, ლობჯანიძემ ტობოლის ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ლობჯანიძეს საყვარელ კლუბსა და ფეხბურთელზეც ჰკითხეს.

"ბავშვობაში კონკრეტულად რომელიმე კლუბის გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, თუმცა მოგონებები მილანს უკავშირდება. ის ქართველებისთვის ახლო კლუბი იყო. იქ კალაძე თამაშობდა და ყველა ინფორმაცია ჩვენამდე მალე მოდიოდა. მილანს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ასე რომ ეს კლუბი დღემდე მესიმპატიურება. 

რაც შეეხება საყვარელ ფეხბურთელს, ჩემი კუმირი ბრაზილიელი რონალდო იყო. როცა გავიზარდე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომეწონა. ვფიქრობ, მე და მას ერთნაირი სტილი გვაქვს", - თქვა ქართველმა ფორვარდმა.




გაზიარება
მოინახულეს 1 031-ჯერ
კომენტარები
რეკლამა