Image

შერმადინის წარმატებული დებიუტი ”ოლიმპიაში”

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 21-ოქტ, 20:509 Sportnews 2104


















საქართველოს ნაკრების ცენტრს გიორგი შერმადინს ლიუბლიანის "ოლიმპიაში" წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. ევროლიგის პირველ ტურში სლოვენიურმა გუნდმა დრამატულ ბრძოლაში თურქული "ეფესი" 95:90 დაამარცხა, შერმადინმა კი მასპინძლებს 11 ქულა შესძინა. ლიუბლიანის STOZICE ARENA-ზე თამაშის საყურებლად 8 700 მაყურებელი შეიკრიბა, რომელთაც საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, ძირითად დროში გამარჯვებასთან უფრო ახლოს თურქები იყვნენ, მაგრამ გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ.

შერმადინი "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა, მისთვის დათმობილი 15:49 წუთი კი საკმოდ შედეგიანად გამოიყენა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 1 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლიუბლიანელთა რიგებში საუკეთესონი კევინ პინკნი (23 ქულა, 6 მოხსნა) და გორან იაგოდნიკი (21 ქულა) იყვნენ, სტამბულელთა ლიდერმა იგორ რაკოჩევიჩმა კი 23 ქულა ჩააგდო. სლოვენიური კლუბის კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა კი ჯერაც ტრავმირებულია და თამაშს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

ევროლიგის D ჯგუფში "ოლიმპიასა" და "ეფესის" გარდა მოსკოვის ცსკა, იტალიური "არმანი ჯინს მილანო", ესპანური "ვალენსია" და შერმადინის ყოფილი კლუბი "პანათინაიკოსი" ირიცხებიან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა