Image

შენგელიას სადებიუტო მატჩები

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 17-სექ, 12:339 Sportnews 2015


















საქართველოს ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ თავის ახალ გუნდში "პეპინსტერში" ორი სადებიუტო შეხვედრა გამართა, მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვება ვერც ერთ მათგანში ვერ მოახერხა.

თორნიკე პირველ სადებიუტო შეხვედრაში "ლიდენს" დაუპირისპირდა, შეხვედრაში შენგელიამ 6 ქულის აღება შეძლო , მისი გუნდი კი 88:71 დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ შენგელიამ 7 ნომრიანი მაისური მოირგო.

მეორე სადებიუტო შეხვედრაში შენგელიას გუნდი "ეიფელის" დაუპირისპირდა. 18 წლის ქართველმა უნიჭიერესმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 5 ქულის მოპოვება შეძლო. მისმა გუნდმა კი შეხვედრა ანგარიშით 69:59 დათმო.

ბელგიის ჩემპიონატი 1 ოქტომბერს იწყება. მასში 9 გუნდი მონაწილეობს. რადგან პირველობაზე კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში ერთი დაისვენებს. ჩემპიონატის პირველი დღე სწორედ "პეპინსტერის" გარეშე ჩაივლის.

მეორე ტურში 9 ოქტომბერს თორნიკეს გუნდი ჩემპიონ "შარლერუას" დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ შენგელიას "შარლერუასთან" ორწლიანი კონტრაქტი აქვს და "პეპინსტერში" ერთ სეზონს იჯარის წესით ითამაშებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 17 სექტემბერი 2010 14:54
goga,
didi momavali aqvs am kalatburtels da maqvs amis imedi bully
Sportnews 17 სექტემბერი 2010 12:35
იმედია სულ მალე ეს უფრო ბევრად ძლიერ გუნდში მოხვდება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა