გოგუა “კაისერისპორის” სამიზნეზე

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 22-ოქტ, 15:479 Sportnews 1680


საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, შოთა არველაძის “კაისერისპორს” სურს.

როგორც “მსოფლიო სპორტი” იტყობინება, ფეხბურთელსა და თურქული კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გოგიტა ბოლო სეზონს ატარებს ნალჩიკის ‘სპარტაკში”, სადაც კონტრაქტი წლეულს დეკემბერში უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

გეცოდინებათ, თურქულ სუპერლიგაში მესამე ადგილზე მყოფი “კაისერისპორის” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ამისულაშვილია, რომელიც ასევე ნალჩიკის “სპარტაკში” თამაშობდა.

სხვათა შორის, ხუთი წლის წინ, გოგუა ერთ თურქულ კლუბს აინტერესებდა – “ტრაბზონსპორს”. ეს მაშინ, როცა ქართველი ნახევარმცველი რუსულ “ხიმკიში” ირიცხებოდა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (40)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)