Image

ათწლეულის 150 საუკეთესო მწვრთნელი

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 22-ოქტ, 18:079 Sportnews 2098


















ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის საიტმა (iffhs.de), მსოფლიოს ბოლო ათწლეულის 150 საუკეთესო მწვრთნელის სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაიაც მოხვდა. ქეცბაია 4 ქულით 139-144-ე ადგილებს იყოფს.

ეს სია, ყოველწლიური სხვადასხვა გამოკითხვებით შედგა – როგორც გამოცემების, ასევე სპეციალისტების მიერ.

“ჯვაროსნების” ორი ყოფილი მწვრთნელიც მოხვდა ნუსხაში – არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი 35-38-ე ადგილებზეა (29 ქულა), გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი კი 60-65-ეზე (18 ქულა).
და საუკეთესო? ბოლო ათწლეულის, ანუ XXI საუკუნის რჩეული, ლონდონის “არსენალის” ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი გახდა და 9 ქულით ჩამოიტოვა მუდმივი მოქიშპე, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი ვისენტე დელ ბოსკე, მე-14-15 ადგილზეა. თუმცა უკვე ვთქვით, ეს არის გამოკითხვების შედეგად მოყვანილი სია და ტიტულების თვლის პრინციპი არ მოქმედებს.

TOP 20 ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელები:

1.არსენ ვენგერი - 142 ქულა
2.ალექს ფერგიუსონი - 133
3.ჟოზე მოურინიო - 115
4.გუს ჰიდინკი - 112
5.ფაბიო კაპელო - 106
6.ლუიშ ფელიპე სკოლარი - 101
7.რაფაელ ბენიტესი - 97
8.კარლო ანჩელოტი - 92
9.მარჩელო ლიპი - 88
10.მარსელო ბიელსა - 86
11.ფრენკ რაიკაარდი - 80
12.სვენ-გორან ერიქსონი - 79
13.კარელ ბრუკნერი - 76
14.კარლოს ალბერტო პარეირა - 65
14.ვისენტე დელ ბოსკე - 65
16.ოტო რეჰაგელი - 61
17.ოტმარ ჰიცფელდი - 58
18.კარლოს ბიანკი - 53
19.დუნგა - 50
19.ჟერარდ ულიე - 50


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 22 ოქტომბერი 2010 22:25
ისე იმის გათვალისწინებით რომ ქეცბა ნაკრების მწვრთნელია ხოლო უმეტესობა ამ სიაში გუნდების, აი სტატისტიკა კი დაგროვებული ქულების მიხედვით არის, ესეიგი საკმაოდ კარგი შედეგი აქ მაინც!
CHELSEA 22 ოქტომბერი 2010 20:19
male kidev ufro zemot aiwevs... ise karlo ancheloti mexuteze mainc unda iyos sul minimumbelay[/b][/u]
Eke 22 ოქტომბერი 2010 18:44
50 ათეულშიც მალე შევა
admin 22 ოქტომბერი 2010 18:39
რაულიტო,
სრულ სიას ველოდი :)
Sportnews 22 ოქტომბერი 2010 18:21
admin,

სტატია წაიკითხე , 139-ე ადგილზეა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 22 ოქტომბერი 2010 18:19
მერამდენე ადგილზია თემური ხომ არ იცი ზუსტად?
Sportnews 22 ოქტომბერი 2010 18:09
არად აქეცბაიამ მგონი 4 წელია რაც დაიწყო მწვრთნელობა და უკვე რამდენს მიახწია, უდიდესი მწვრთნელი იქნება ქეცბაია დარწმუნებული ვარ , თუ უკვე არ არის.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (170)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა