რონალდუს პირველი პოკერი

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 24-ოქტ, 11:089 Sportnews 3767


მადრიდის “რეალის” მიერ ესპანეთის ჩემპიონატში ნაჩვენები მორიგი ბრწყინვალე თამაში და ამჯერად უკვე “რასინგის” დაბრიყვება, სავარაუდოდ, სამუდამოდ დაამახსოვრდება კრიშტიანუ რონალდუს. 25 წლის ფეხბურთელს, რომელსაც არაერთი მწვერვალი დაუპყრია, პროფესიონალურ კარიერაში, პოკერი აქამდე არასდროს ჰქონდა შესრულებული. პორტუგალიელმა ეს დანაკლისი გუშინდელ მატჩში აანაზღაურა, გაუტანა რა “რასინგს” 3-ჯერ თამაშიდან და ერთხელ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. რონალდუს მხარი იგუაინმა და იოზილმაც აუბეს და შედეგად, დიოპის მიერ გატანილი გოლი პრესტიჟისაც კი არ გამოდგა.

“რეალს” კვლავ ქულით ჩამორჩება “ბარსა”, რომელმაც ბოლოადგილოსან “სარაგოსას” მესის დუბლით სძლია. კატალონიელებმა 3 ქულით ჩამოიტოვეს “ვალენსია”, რომელმაც საკუთარ მოედანზე დათმო მატჩი “მალიორკასთან”.

რონალდუს პირველი პოკერი


სარაგოსა, “ლა რომარედა” 25000

სარაგოსა-ბარსელონა 0:2 (0:1)

სარაგოსა (5-2-3):
დობლასი, დიოგო, ლანძარო, იაროშიკი, კონტინი (პერესი 62), ობრადოვიჩი, გაბი, პონციო, ბრაულიო, ანდერ ერერა (ლოპესი 62), ლაფიტა (ბუტაჰარი 76)

მწვრთნელი: აურელიო გაი

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ბუსკეტსი (მასკერანო 87), კეიტა, ინიესტა (ტიაგო 72), პედრო (ბოიანი 74), მესი, ვილია

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 მესი (42), 0:2 მესი (66)

გაფრთხილება: პონციო 25, ლანძარო 26, გაბი 32, ლაფიტა 71, ბრაულიო 85 – პიკე 88

გაძევება: პონციო 47

მსაჯი: მიგელ ლასა

დარტყმა 5 (4)-20 (1); ჯარიმა 21-12; კუთხური 5-3; თამაშგარე 1-4; ბურთის ფლობა 24%-76%; სეივი 8-4




რონალდუს პირველი პოკერი


მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ” 80000

რეალი-რასინგი 6:1 (3:0)

რეალი (4-2-3-1):
კასილიასი, არბელოა, კარვალიო, პეპე, მარსელო (პედრო ლეონი 70), ხედირა, ალონსო, რონალდუ, იოზილი (კანალესი 64), დი მარია, იგუაინი (ბენზემა 67)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

რასინგი (5-4-1): ტონიო, პერესი, ენრიკე, პონსე, ტორეხონი (არიელი 46), სისმა, კენედი, დიოპი, კოლსა (ლასენი 68), მუნიტისი (არანა 56), როზენბერგი

მწვრთნელი: მიგელ პორტუგალი

გოლები: 1:0 იგუაინი (10), 2:0 რონალდუ (15), 3:0 რონალდუ (27), 4:0 რონალდუ (47),5:0 რონალდუ (55, პენ), 6:0 იოზილი (63), 6:1 დიოპი (73)

გაფრთხილება: კანალესი 77, არბელოა 83 – სისმა 49, არანა 65

მსაჯი: მუნის ფერნანდესი

დარტყმა 16 (10)-13 (3); ჯარიმა 16-13; კუთხური 4-4; თამაშგარე 6-5; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 2-4




ვალენსია, “მესტალია” 4500

ვალენსია-მალიორკა 1:2 (1:2)

ვალენსია (4-2-3-1):
მოია, სტანკევიჩუსი (ბრუნო 46), რ. კოშტა, მადურო, ალბა, ფერნანდესი, ალბელდა (ტ. კოშტა 70), ერნანდესი, ბანეგა (ადურისი 46), ვისენტე, სოლდადო

მწვრთნელი: უნაი ემერი

მალიორკა (4-2-3-1): ავატი, რამოსი (პერეირა 46), რამისი, ნუნიესი, აიოსე, მარტი, ვიქტორი, ნსუე (კრესპი 65), დე გუზმანი, კასტრო, ვებო

მწვრთნელი: მიკაელ ლაუდრუპი

გოლები: 0:1 კასტრო (7, პენ), 0:2 კასტრო (29), 1:2 სოლდადო (26, პენ)

გაფრთხილება: ალბელდა 27, ბანეგა 41, რ. კოშტა 59, ადურისი 70, სოლდადო 77, ტ. კოშტა 90 – აიოსე 17, რამოსი 18, კრესპი 73, ნუნიესი 77

მსაჯი: ალფონსო ალვარეს ისკიერდო





ბომბარდირები

რონალდუ (“რეალი”) – 9, მესი (“ბარსელონა”), ნილმარი (“ვილიარეალი”), იგუაინი (“რეალი”) – 5, როსი (“ვილიარეალი”), ლორენტე (“ბილბაო”), ტრეზეგე (ერკულესი”) – 4, ფორლანი (“ატლეტიკო”), ტამუდო (“სოსიედადი”), ადურისი (“ვალენსია”), რონდონი (“მალაგა”) – 3.

24 ოქტომბერი

ხეტაფე-ხიხონი; ალმერია-ერკულესი; ოსასუნა-მალაგა; ესპანიოლი-ლევანტე; სევილია-ბილბაო; ვილიარეალი-ატლეტიკო

26 ოქტომბერი

სოსიედადი-დეპორტივო


რონალდუს პირველი პოკერი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
kak_kaka 24 ოქტომბერი 2010 17:05
ეჰ გუნდს კაკა ყავდეს ნახავდიტ
beqa_beqa 24 ოქტომბერი 2010 16:53
რონი ზალიან მაგარი კაცია მაგარ ფორმასჰია ზან
CHELSEA 24 ოქტომბერი 2010 13:24
სგ რონალდუს smile
lika-rose 24 ოქტომბერი 2010 13:00
ვაიმე დედიკო მიშ recourse recourse recourse recourse
Sportnews 24 ოქტომბერი 2010 11:22
მგონი ნელ-ნელა ძველი რონალდუ ბრუნდება , 2-3 წლის წინანადელი სეზონში თითქმის 50 გოლი რომ გაიტანა. წლევანდელი სეზონი მართლაც გამორჩეული იქნება , რადგან მესიც მაგარა ფორმაშია და რონალდუც.

მესიმ ზედიზედ მეორე შეხვედრა დუბლი შეასრულა , მართლა მაგარი ფეხბურთელია, წინ უდიდესი სანახაობა გველის , ელ კლასიკოს ვგულისხმობ , რომელიც მალე გაიამრთება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)