ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 24-ოქტ, 12:029 Sportnews 2435


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედალს, 23 ოქტომბერს მსოფლიოს ოქროც მიამატა.

მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა 6 შეხვედრა მოიგო. ნახევარფინალსა და ფინალში მან იაპონელ მეტოქეებს სძლია.

მსოფლიოს პირველობის კვარცხლბეკზე ასვლა არჩილ შინჯიკაშვილსაც (90 კგ) შეეძლო, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა. გიორგი მერმანიშვილმა (81 კგ) მე-7 პოზიცია დაიკავა. გიორგი ნოზაძე (90 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) კი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 24 ოქტომბერს ტატამზე ონისე ბუღაძე, გიორგი კობერიძე (ორივე 100 კგ), უშანგი კოკაური და ლევან მათიაშვილი (+100 კგ) გავლენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (25)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)