<<>>

კანდიდატები დასახელდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 26-ოქტ, 19:009 Sportnews 1785


ფიფამ იმ 23 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მიმდინარე წელს “ოქროს ბურთის” მოპოვების პრეტენდენტები არიან.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ნომინანტთა სია ფიფას ექსპერტებისა და პოპულარული ფრანგული საფეხბურთო გამოცემის France Football-ის მიერაა შედგენილი. ჩამონათვალში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს, რომლის 6 ფეხბურთელი იბრძოლებს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის. “ოქროს ბურთის” გამარჯვებულს პრიზს 2011 წლის 11 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გადასცემენ.

როგორც ცნობილია, 2010 წლიდან “ოქროს ბურთის” მფლობელისა და ფიფას ვერსიით წლის ფეხბურთელის ვინაობა, განვლილი წლებისგან განსხვავებით, ერთად სახელდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ორივე ჯილდოს მფლობელი არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” შემტევი ლიონელ მესი გახდა. გარდა ამისა, პირველად დაასახელებენ წლის საუკეთესო მწვრთნელს და ამ ნომინაციაზე 10 სპეციალისტია წარდგენილი. 6 დეკემბერს, ფიფა “ოქროს ბურთისა” და “წლის მწვრთნელის” ტიტულის მოპოვების სამ-სამ ძირითად კანდიდატს გამოაცხადებს.

“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სია ასე გამოიყურება: ხაბი ალონსო (ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), იკერ კასილასი (ესპანეთი), მესუტ იოზილი (გერმანია, ყველა - “რეალი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), დანიელ ალვეში (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), დავიდ ვილია (ესპანეთი), ხავი (ესპანეთი), კარლეს პუიოლი (ესპანეთი, ყველა - “ბარსელონა”), სამუელ ეტოო (კამერუნი), ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია), ჟულიუ სეზარი (ბრაზილია), მაიკონი (ბრაზილია, ყველა - “ინტერი”), მიროსლავ კლოზე (გერმანია), ფილიპ ლამი (გერმანია), ტომას მიულერი (გერმანია), არიენ რობენი (ჰოლანდია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია, ყველა - “ბაიერნი”), დიდიე დროგბა (კოტ-დივუარი / “ჩელსი”), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი / “არსენალი”), დიეგო ფორლანი (ურუგვაი, / “ატელტიკო”), ასამოა გიანი (განა, / “სანდერლენდი”).

წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: კარლო ანჩელოტი (იტალია, / “ჩელსი”), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი / ესპანეთის ნაკრები), ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია / “მანჩესტერ იუნაიტედი”), ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი / “ბარსელონა”), იოახომ ლიოვი (გერმანია / გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია / “რეალი”), ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი / ურუგვაის ნაკრები), ლუის ვან გაალი (ჰოლანდია / “ბაიერნი”), ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდია / ჰოლანდიის ნაკრები), არსენ ვენგერი (საფრანგეთი / “არსენალი”).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 26 ოქტომბერი 2010 20:26
რაულიტო,
მე ფორლანს მივანიჭებდი უპირატესობას
Sportnews 26 ოქტომბერი 2010 19:03
ერთი რამ უეჩველია საუკეთესო მწვრთნელი ან ჟოზე მოურინიო ან ვისენტე დელ ბოსკე უნდა გახდეს.

აი რაც შეეხება ფეხბურთელს მგონია , რომ ან სნეიდერი ან ხაvი უნდა გახდეს, უფრო სნეიდერი , რადგან გასულ სეზონში შეუდარებელი იყო როგორც კლუბში ასევე ნაკრებში.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (88)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი