ქუთაისი ჰოკეიში უკონკურენტოა

სიახლეები / სხვა სახეობები 26-ოქტ, 22:469 admin 3828


ბალახის ჰოკეიში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის მეორე წრეს ბათუმმა უმასპინძლა. კაცთა ჩემპიონატში წლეულს 6 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც ორ ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. A ჯგუფში აჭარა, ლანჩხუთი და აბაშა, მეორე ჯგუფში კი ქუთაისი, ოზურგეთი და აფხაზეთი თამაშობდნენ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული აბაშა და აფხაზეთი ერთმანეთს 5-6 ადგილებისთვის დაუპირისპირდნენ. აუტსაიდერთა ჯახში გამარჯვება აფხაზეთს (2:0)დარჩა. ქვეჯგუფების მეორეადგილოსნები ლანჩხუთი და ოზურგეთი ერთმანეთს მე-3-ე საპრიზო ადგილს შეეცილნენ.

გურული დერბი ლანჩხუთელთა იოლი გამარჯვებით 3:0 დასრულდა და ბრინჯაოს მედლებიც ლანჩხუთელებმა მოიპოვეს. საჩემპიონო ორთაბრძოლა კი ჯგუფების გამარჯვებულებს აჭარასა და ქუთაისს შორის გაიმართა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელთა ლიდერმა გიორგი სვანიძემ გახსნა.”
ბათუმელმა მგზავრიძემ გათანაბრება მოახერხა, მაგრამ გაბრიჭიძემ სტატუს-ქვო აღადგინა და შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქუთაისის ”უქიმერიონი” მომავალი წლის თებერვალში ათენში ევროპის ”ჩელენჯ" თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ქალთა შორის ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა და მასში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პირველობას ერთმანეთს აჭარა, ქუთაისი, ლანჩხუთი და ჩოხატაური ეცილებოდნენ. აქ გადამწყვეტი მატჩი ლიდერებს ქუთაისის ”უქიმერიონსა" და ”აჭარას" შორის გაიმართა. ქუთათურებს ჩემპიონობისთვის ფრეც აძლევდათ ხელს, ტურნირის მასპინძლებს კი სანუკვარი მიზნის მისაღწევად მხოლოდ გამარვება სჭირდებოდათ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მე-3-ე წუთზე მარი კახიძის გოლის შემდეგ წინ ბათუმელი გოგონები გავიდნენ და პირველი ტაიმიც მათი გამარჯვრბით დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევაში კარგად ათამაშდა ქუთაისელთა ახალგაზრდა ლიდერი თამუნა სუპატაშვილი, რომელმაც 45-წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხუთ წუთში კი საკუთარი გუნდი დააწინაურა კიდეც-2:1. აჭარლებმა ბასილაძის გოლის წყალობით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მატჩის მიწურულს გელაშვილმა ქუთათურებისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ”უქიმერიონმა" ტიტული წლეულსაც დაიცვა.

კაცთა შორის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი გიორგი სვანიძე დაასახელეს. საუკეთესო ახალგაზრდა ჰოკეისტისთვის განკუთვნილი პრიზი კი ბათუმელ გიორგი თევდორაძეს გადაეცა. ქალთა შორის საუკეთესოდ ქუთაისის `უქიმერიონის" მოთამაშე მწვრთნელი ბელა სიმსივე დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი ასევე რიონისპირელთა წევრი თამუნა სუპატაშვილი აღიარეს.
ქუთაისი ჰოკეიში უკონკურენტოა

ბალახის ჰოკეი. საქართველოს ჩემპიონატი.

ჩემპიონატის საბოლოო შედეგები

კაცები

ა-ჯგუფი

1.აჭარა 4 4 0 0 21-1 12

2.ლანჩხუთი 4 1 0 3 9-12 3

3.აბაშა 4 1 0 3 3-20 3



ბ-ჯგუფი

1. ქუთაისი 4 4 0 0 23-1 12

2. ოზურგეთი 4 1 0 3 5-15 3

3. აფხაზეთი 4 1 0 3 4-13 3



5-6 ადგილებისთვის

აფხაზეთი-აბაშა 2:0

3-4 ადგილებისთვის

ლანჩხუთი-ოზურგეთი 3:0

ფინალი

აჭარა-ქუთაისი 1:2

ქალები: 1.ქუთაისი (16ქ.) 2.აჭარა (11) 3. ჩოხატაური (5) 4.ლანჩხუთი (1)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (189)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი