"ენფილდური" შიშები

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 14-ოქტ, 22:539 guka..kvesitadze 1490


"ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტური, ტური, რომელშიც ისეთი მატჩია, რომელსაც არამხოლოდ ინგლისი, არამედ მთელი სმაყარო მოუთმენლად ელის. "ლივერპული" შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს, ორი ტრადიციული გუნდი ერთმანეთის პირისპირ. რასაკვირველია ასეთ შეხვედრებში ყოველგვარ ფავორიტობაზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა მიმომხილველთა უმრავლესობა ფავორიტად სწორედ მერსისაიდელებს ასახელებს, ამას კი ერთადერთი ახსნა აქვს - "ანფილდ როუდი". ანუ ლივერპულელები მეტოქეს შინ მიიღებენ, 2007 წლიდან კი სტუმრებს, ანუ მანჩესტერელებს ამ მოედანზე აღარ გაუმარჯვიათ, ეს ბოლოჯერ მათ არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის გოლით მოახერხეს, მას შემდეგ ყველა ბრძოლა ამ მოედანზე მასპინძლებმა მოიგეს, ამაში მთავარი "დამნაშავეები" კი გუნდის ქომაგები არიან, ბევრი სამართლიანად აღნიშნავს, რომ "ლივერპულს" მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ყავს და ეს ნამდვილად ასეა. ისინი ტამაშის წინ კიდევ ერთხელ დაამღერებენ ჩვეულად "შენ არასდროს იქნები მარტო", შემდეგ კი 90 წუთს განმავლობაში მანჩესტერიდან ჩასულ "ეშმაკებს" ნამდვილ ჯოჯოხეთს დაახვედრებენ, თუმცა საკითხავია იქნება კი ეს საკმარისი? გასაგებია, რომ გაულ სეზონში თუნდაც ეს საკმარისი აღმოჩნდა და მასპინძლებმა მეტოქე 3:1 დამაარცხეს, თუმცა ამჯერად "იუნაიტედი" თითქმის უძლიერესი შემადგენლობით და ერთადერთი მიზნით ჩადის - გამარჯვებისთვის.

თუ გახსოვთ გასულ სეზონში "იუნაიტედს" იმ შეხვედრაში ფაქტობრივად დაცვა არ ჰყავდა და შედეგიც მიიღო - 0:3 ნადგურდებოდა ბოლო წუთამდე და ბოლო წუთზე ერთადერთ გოლი მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა გაქვითა, ამჯერად კი მათ დაცვაში რაფაელ და სილვას გარდა ყველა ეყოლებათ, ნახევარდაცვაში კი მხოლოდ ტომაშ კლევერლი არ იქნება, როგორც ხედავთ ეს საკმაოდ მცირე და შეიძლება ითქვას მინიმალური დანაკლსია, ასე რომ უძლიერესი შემადგენლობით ჩასულ "მანჩესტერ იუნაიტედს" ნამდვილად შეუძლია გამარჯვებისთვის მოედანზე გასვლა, ფეხბურთში გადამწყვეტი ფაქტორი ხშირად ხდება შიში, ისევე როგორც ეს ცოხვრებაშია. ნათელია, რომ თუ "ეშმაკებს" მეტოქეის და პირველ რიგში "ანფილდ როუდის" არ შეეშინდათ ისინი მოახერხებენ მეტოქის მისსავე არენაზე დამარცხებას, დღეს სერ ალექს ფერგიუსონს უკეთესი გუნდი ყავს ვიდრე კენი დაგლიშს, თუმცა ერთი თამაშისთვის მობილიზება ყველას შეუძლია, თუ ლივერპულელებმა მოიგეს ისინი მხოლოდ და მხოლოდ სამ ქულამდე ამცირებენ ჩამორჩენას ეს კი მათი შანსი იქნება, მოტივაცია სწორედ მათ აქვთ რადგან ისევ გაუთანაბრდნენ ჩემპიონობის რაოდენობით მეტოქეს, თავის მხრივ "იუნაიტედს" სტუმრად გამარჯვება და გმირობის ჩადენა ჭირდება, ეს ასევე უდიდესი მოტივაცია, ორივე გუნდი მოედანზე არნახულად საბრძოლო განწყობით გავა.ის 11 ფეხბურთელი, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი გამოიყვანს პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყოს იდეალურად მომზადებული, გარდა იმისა, რომ მათ ასევე 11 მოწინააღმდეგე ფეხბურთელთან მოუწევთ დაპირისპირება, ისინი ათასობით ლივერპულელი ფანის წინააღმდეგაც იქნებიან, ვის ვის და სწორედ ამ უკანასკნელთ არ ესწავლებათ თუ როგორ უნდა მოუწყონ ჯოჯოხეთი მეტოქეს, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული "იუნაიტედის" ცალკეულ ფეხბურთელებზე, პირველ რიგში კი მეკარესა და დაცვაზე. დავიდ დე ხეა, რომელიც ახალგაზრდა მეკარეა და "იუნაიტედის" მომავალად ითლება, მისი გუნდის მსგავსად ურთლეს გამოცდას აბარებს ხვალე, დე ხეა, რომელსაც უდიდესი ნიჭის პატრონად თლიან ამ ნიჭის გამოვლენა და პირველ რიგში უმტკიცესი ხასიათის და ნერვების გამოვლენა მოუწევს ხვალ "ანფილდ როუდზე", ცალკე საუბრის თემაა გუნდის დაცვა, რომელიც ალბათ შემდეგი ოთხეულიდან დაკომპლექტდება: სმოლინგი-ფერდინანდი-ვიდიჩი-ევრა. სავარაუდოთ სათადარიგოთა სკამზე დარჩება ფილ ჯონსი, რაც შეეხება იმ ოთხეულს, ძალიან საინტერესოა როგორ გაუძლებენ ლივერპულელთა შეტევებს ფერდინანდი და ვიდიჩი, უდავოა, რომ ეს დუეტი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა, თუმცა საუკეთესო ფორმაში არც ერთია და არც მეორე, ასე რომ ორივეს საკუთარ თავზე მოუწევს გადახტომა, წარმატების მისაღწევად.

ასევე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კრის სმოლინგზე, რომლის წინააღმდეგაც ძალიან სწრაფი სტიუარტ დაუნინგი უნდა დადგეს, რაც შეეხება პატრის ევრას, მას მოუწევს იმის დამტკიცება თუ რატომ ითვლება ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად, უმძაფრესი ბრძოლები იქნება ნახევარდაცვის ცენტრშიც, დღევანდელ ფეხბურთში უპირატესობას ის გუნდი იპოვებს, რომელიც ცენტრში გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლება, დარენ ფლეტჩერი და ოლივეირა ანდერსონი - არიან თუ არა ეს ფეხბურთელები მზად ამისთვის ეს რთლი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდიდან პოლ სქოულზის წასვლის შემდეგ პირველ რიგში სწორედ ანდერსონს მოუწევს იმ უდიდესი და უმძიმესი როლის აღება რასაც მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება ჰქვია, რაც შეეხება "იუნაიტედის" შეტევას - ლუიშ ნანი და ეშლი იანგი, საერთოდ ცალკე აღნიშვნის თემაა იანგი, რომელიც თავის ყოფილ თანაგუნდელ დაუნინგს შევხდება მოედანზე, რომელიც მის უშუალო კონკურენტადაც ითლება ინგლისის ნაკრებში და ეს თამაში ამ ორი ფეხბურთელისთვის პირადი დუელიც იქნება, თუ დაუნინგის გაჩერებაზე ფიქრი სმოლინგს მოუწევს, არანაკლებ მძიმე დღეში იქნება გლენ ჯონსონი, რომელიც სწორედ იანგს უნდა დაუდგეს, ნანის წარმატებულ თამაშზე კი გუნდის წარმატება იქნება დამოკიდებული.

თავდასხმაში კი ლივერპულელებს რუნი-ერნანდესის დუეტი შეუტევს, უეინ რუნი, რომელიც ძულს "ანფილდის" პუბლიკას, და რუნისაც სძულს ისინი, ზოგადად ხვალე მოედანზე არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით რომ დიდი სიძულვილი იქნება გამეფებული, "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად კი ჩადის, მაგრამ ასეთი შეკრული გუნდი ალბათ დიდი ხანია არავის უნახავს, შესაბამისად სერ ალექს ფერგიუსონი თავის ბიჭებს მატჩამდე როგორც საჭიროა ისე განაწყობს, დანარჩენი კი ყველაფერი მოედანზე და იმ 90 წუთში გაირკვევა რასაც მატჩის მთავარი არბიტრი გუნდებს მისცემს, საერთოდ სხვა თემაა მსაჯი, ანუ როგორ გაართმევს იგი ამ ურთლეს შეხვედრას თავს, მსაჯი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები, მწვრთნელები - ისინი ყველანი ხვალე მსოფლიოს ცენტრში აღმოჩნდებიან, ხვალე შუადგეს მსოფლიოს ყურადღება მხოლოდ ლივერპულისკენ იქნება მიპყრობილი, იქ სადაც ორი მოსისხილე ბანაკი ერთმანეთს დაუპირსპირდება, უდიდესი სანახაობა, უდიდესი ბრძოლა, საუკეთესო გუნდები, საუკეთესო ფეხბურთელები, ემოცია, დაპირისპირება და ალბათ გამარჯვების სიხარული და მარცხის ტკივილიც - ამ ყველაფერს ხვალე აუცილებლად ვიხილავთ, ერთი რამ ნათელია, ალბათ სხვა არაფერი ამ ორ გუნდს არ აერთიანებს გარდა ერთისა - წყურვილი გამარჯვებისკენ, მათ მიზანი საერთო და ნათელია: სიკვდილი ან გამარჯვება, თუმცა ხვალ მხოლოდ ერთ გაიმარჯვებს, თუ ვინ, ამას "ანფილდის" ბრძოლა გაარკვევს".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
guka..kvesitadze 16 ოქტომბერი 2011 14:32
ამ საიტზე ყველა ლივერპულის ფანი ხართ ტო :D :D :D
raul-madrid 15 ოქტომბერი 2011 15:22
ერთი ვიცი რო მაგარი ჯახი იქნება
svanchika 15 ოქტომბერი 2011 00:18
აი საღოლ რა ძმაო, მართლა ძალიან მაგარი სტატიაა, ვისიამოვნე ამის წაკითხვით smile რაც შეეხება თამაშს, ურთულესი ბრძოლა მოუწევს მანჩესტერს. ნამდვილ ჯოჯოხეთს ვანახებთ წითელ ეშმაკუნებს 15



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი