Image

”მანჩესტერი” ეცდება მონტოლივოს ყიდვას

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 17-ოქტ, 20:589 guka..kvesitadze 1392


















ინგლისის სამეფო გუნდი მანჩესტერ ”იუნაიტედი” არის დაინტერესებული იტალიური გუნდის ”ფიორენტინას” 26 წლის ნახევარმცველით რიკარდო მონტოლივოთი, რომელიც არის ”ატლანტის” აღზრდილი და 2005 წლიდან იცავს იტალიური გუნდის ”ფიორენტინას” ღირსებას. მოგახსენებთ, რომ რიკარდო მონტოლივო ფიორენტინას 18 ნომრიან მაისურს ატარებს და ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.ამ ბოლო დროს 26 წლის რიკარდო მონტოლივო ხშირად აკეთებს კომენტარს იმის შესახებ რომ სურს გუნდის დატოვება.

მისი კონტრაქტი იტალიურ გუნდ ”ფიორენტინასთან” 2012 წლის ივლისს იწურება, ხოლო მას არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება. აქედან გამომდინარე მისი სხვა გუნდში გადასვლა იანვარში სავსებით რეალურია. რიკარდოსთვის ბრძოლაში ლიდერობენ ”ბაიერნი” და ”ინტერი” ხოლო ყველაზე აქტიური კი იყო სერია ა ს მოქმედი ჩემპიონი ”მილანი”. ამ სიას კი დაემატა კიდევ ერთი გუნდი რომელიცაა მანჩესტერ იუნაიტედი.

სერ ალექს ფერგიუნსონს ძალიან მოეწონა მონტოლივოს თამაში ნაკრებში, სადაც იტალიისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი დასრულდა იტალიელების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 3:0. უახლოეს მომავალში შესაძლოა , რომ წითელმა ეშმაკუნებმა გაუკეთონ შემოთავაზება იტალიურ ”ფიორენტინას”. მონტოლივო ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელია სერია ა ში. შესაძლოა მან გუნდი შეიცვალოს. ჩვენ გველის ტრანსფერი???

მოგახსენებთ რომ რიკარდო მონტოლივოს ფიორენტინას რიგებში ჩატარებული აქვს 192 მატჩი და 14 გოლი გატანილი. ხოლო იტალიის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი და 1 გოლი გატანილი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა