დღის ახალი ამბები

"ქართველი არა, მე მეგრელი ვარ.. ამ ქვეყანას თავისი ენა აქვს" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ

"ქართველი არა, მე მეგრელი ვარ.. ამ ქვეყანას თავისი ენა აქვს" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
4-03-2021, 12:32

რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ РГ-სთან ინტერვიუშითავისი ქართული წარმოშობის შესახებ ისაუბრა.

- არ არის წინააღმდეგობა იმაში, რომ ქართველი ხარ, თუმცა რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, თუმცა ასე მოხდა. ადრე მხოლოდ საქართველოში თამაშზე ვფიქრობდი, თუმცა ყველა პლუსისა და მინუსის გააზრების შემდეგ, მივხვდი, რომ რუსეთი უნდა ამერჩია. არაფერს ვნანობ.

- სამშობლოში შენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

- საქართველოში ამით ბევრი უკმაყოფილო ადამიანია. ისინი მოღალატედ მთვლიან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახლში ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. დანარჩენი ჩემთვის საერთოდ უმნიშვნელოა.

- სწორად მახსოვს, რომ მეგრელი ხარ?

- კი, მეგრელი არ. ამ ხალხს თავისი ენა აქვს, რომელიც ქართულ საერთოდ არ ჰგავს. ამ ენაზე ვსაუბრობ.

- ქართულადაც?

- ცოტა უარესად. წერა და კითხვა საერთოდ არ ვიცი.




გაზიარება
მოინახულეს 1 370-ჯერ
კომენტარები
რეკლამა