კლოზე ლაციოში ბრწყინავს

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 21-ოქტ, 22:139 datopagava23 1713


რამოდენიმე დღის წინ რომაული დერბი გაიმართა. ლაციომ რომას ორით ერთი სძლია. 93-ე წუთზე გერმანელმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ გამოიჩინა თავი და თავის გუნდს პრინციპული მატჩი მოაგებინა. "კლოზე გმირია ! ის ნამდვილი მეფეა რომში!"– წერს იტალიური პრესა.

ეს კლოზეს მე6 გოლი იყო ლაციოს მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში. სერია ა-ში გატანილი 4 გოლით მან იქაურ ვარსკვლავებს რობინიოს, იბრაჰიმოვიჩსა და კავანის გადაუსწრო. აქ "ტანკს" მეძახიან განაცხადა ექს-ბავარიელმა თავდამსხმელმა.

La Repubblica-ს შეფასებით "დერბის საუკეთესო მოთამაშემ" გამარჯვება თავის გუნდთან ერთად აღნიშნა. ამ გოლით მან მარტო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსი კი არ მიიღო იტალიაში , არამედ დაიმკვირდა ადგილი ლაციოს ფანთა გულებში. "ყინულივით ცივი გამოხედვისა და თბილი გულის მქონე გერმანელმა თავისი გუნდური თამაშის, დიდებული პიროვნებითა და გოლებით მოახერხა რომალეთა გულების დაპყრობა!" _წერს Gazzetta dello Sport.

გერმანელი კოლეგებმაც შეაქეს. მაურის განცხადებით, ისეთ ფეხბურთელთან ერთად როგორიც კლოზეა, გუნდს რეალური შანსი აქვს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

მას შემდეგ რაც ბაიერნი დატოვა კლოზე აშკარად გამოცოცხლდა. ის უკვე ფიქრობს რომ კარიერას მის ამჟამინდელ კლუბში დაასრულებს: "2014 წლამდე ვითამაშებ ლაციოში , შემდეგ მსოფლიო ჩემპტიონატზე მსურს თამაში და ამით ყველაფერი მორჩება!"

კლოზეს 112 თორმეტ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული ეროვნული ნაკრების მაისურით. 62ჯერ შეძლო მან თავის გამოჩენა, აქედან 14ჯერ მსოფლიო ჩემპტიონატზე, ისევე როგორც ლეგენდარულმა გერდ მიულერმა. თუმცა გერმანელებს მაინც ბრაზილიელი რონალდო უსწრებს. "ვინც ჩემს ამბიციებს კარგად იცნობს , იცის ეს ფაქტი როგორ მაღელვებს"აცხადებს კლოზე, რომელსაც გული ევროპის და მსოფლიო ჩემპტიონატის ტიტულებისკენ მიუწევს.

თუმცა ჯერ მიროს იტალიური ფურორის გაგრძელება სურს. "კლოზე ნამდვილი მითია. ამგვარი ფეხბურთელით ლაციოს შეუძლია დიდი ამბიციები იქონიოს"_ აცხადებს ჟურნალი Corriere dello Sport.

მუხლის პრობლემების გამო კლოზეს დერბში გამოსვლა ეჭვქვეშ იდგა. მან ისედაც გამოტოვა ორი თამაში ნაკრებში, თუმცა კლუბში დროულად დაბრუნება მოახერხა.

კლოზეს წარმატებას ყოფილ კლუბშიც ულოცავენ. კარლ-ჰაინს რუმენიგე: "ძალიან მიხარია, რომ მირო ლაციოში ასეთი წარმატებულია !"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
svanchika 22 ოქტომბერი 2011 01:53
datopagava23,
საღოლ, ასე გააგრძელე!
admin 21 ოქტომბერი 2011 23:02
datopagava23,
საღოლ ძმაო შენმა ენთუზიაზმმა მეც მომცა ბიძგი და მე დავწერ ეხლა რამოდენიმე სტატიას :)
კარგად წერ ყოჩაღ
maurinio 21 ოქტომბერი 2011 22:30
რონალდოს მაინც ვერ აჯობებ გოლებში რომც გაუსწრო
Sportnews 21 ოქტომბერი 2011 22:21
datopagava23,
საღოლ მაგრად იშრობე , ყოჩაღ, ესეც მაგარი სტატია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
datopagava23 21 ოქტომბერი 2011 22:18
ვსო რა მომტყდა თითები მეტს აღარ დავწერ დღეს მაგრად დავიღალე რა ... მაპატიეთ :(



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი