<<>>

ზაზა ფაჩულიამ სეზონი 17 ქულითა და 11 მოხსნით გახსნა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA 28-ოქტ, 16:279 Sportnews 1907


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა - ზაზა ფაჩულიამ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2010-2011 წლების სეზონი წარმატებულად გახსნა. სეზონის პირველ მატჩში, რომელიც ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" მემფისში "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართა, ქართველმა ცენტრმა 30 წუთში 17 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 7 ქულიანიდან ჩაგდებული 5 სროლითა და 7 საჯარიმოდან შესრულებული 7 ზუსტი ტყორცნით.

"ატლანტამ" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 119:104 დაამარცხა. "ატლანტელთაგან" ყველაზე შედეგიანად ჯო ჯონსონმა (22 ქულა) და მაიკ ბიბიმ (19 ქულა) ითამაშეს.

26 წლის ზაზა ფაჩულია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-8 სეზონს ატარებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (36)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი