თბილისი და ყვარელი დაუმარცხებლად თამაშობენ

სიახლეები / სხვა სახეობები / ოლიმპიური 29-ოქტ, 14:249 admin 3233


საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ჩემპიონატის პირველ წრეს ყვარლის სპორტსკოლის დარბაზი მასპინძლობს.

შეჯიბრებაში მონაწილეობს ექვსი გუნდი, "თბილისი", "აგრარული უნივერსიტეტი", "ცაგერი", "ქუთაისი", "ყვარელი" და "ბათუმი".

ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ ორია - "თბილისი" და "ყვარელი".

თბლისელებმა ორივე შეხვედრაში "ბათუმი" და "ცაგერი" მშრალად - 3:0 დაამარცხეს. "ყვარელმა" კი ორ მატჩში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ტურნირის მასპინძლებმა პირველ ტურში "ქუთაისს" სძლიეს - 3:0, ხოლო შემდეგ ბათუმელები დაამარცხეს - 3:1.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე 31 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში

27 ოქტომბერი

თბილისი - ბათუმი 3:0
აგრ. უნივერს. - ცაგერი 0:3
ყვარელი - ქუთაისი 3:0

28 ოქტომბერი

თბილისი - ცაგერი 3:0
ქუთაისი - აგრ. უნივერსიტეტი 2:3
ყვარელი - ბათუმი 3:0

29 ოქტომბერი

12:00 თბილისი - ქუთაისი
13:30 ცაგერი - ბათუმი
15:00 ყვარელი - აგრ. უნივერს.

30 ოქტომბერი

12:00 თბილისი - აგრ. უნივერს.
13:30 ქუთაისი - ბათუმი
15:00 ყვარელი - ცაგერი

31 ოქტომბერი

12:00 ქუთაისი - ცაგერი
13:30 აგრ. უნივერს. - ბათუმი
15:00 ყვარელი - თბილისი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 7 იანვარი 2011 15:45
მოი რადნოი გორად :D

ჩემი ყვარელი love
beqa_beqa 29 ოქტომბერი 2010 17:27
საღოლ ყვარელს wink



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი