რუნი ემირატებში ისვენებს

სიახლეები / სხვა სახეობები / პირადი ცხოვრება 29-ოქტ, 18:019 Sportnews 2498


სანამ ინგლისელი თავდამსხმელის გუნდი, ”მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში გაცხარებული იბრძვის, მისი წამყვანი მოთამაშე შვიდვარსკვლავიან სასტუმროში, დუბაის ”ბურჯ ალ-არაბში” ერთობა. რუნი ცოლთან ერთად უკვე მეხუთე დღეა იქაა, მაგრამ როგორც ჩანს, წყვილს ეს მოკლევადიანი დასვენება ნელ-ნელა ბეზრდება.

რუნიმ გადაწყვიტა რომანტიკული შვებულება მეუღლესთან ერთად გაეტარებინა. წყვილი დუბაიში შაბათს, 11 წლის ვაჟიშვილის, კაიას გარეშე გაემგზავრა. მოუგზაურობის საბაბი ფეხბურთელის ოცდამეხუთე დაბადების დღე და ”მანჩესტერთან” გაფორმებული ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გახდა.

რუნის მიერ ახალი კონტრაქტის გაფორმების პროცესი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. თავიდან ფორვარდმა განაცხადა, რომ გუნდში დიდხანს არა დარჩებოდა, მაგრამ ზუსტად ორიოდე დღის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და ”მანცესტერში” 2015 წლამდე დარჩენა ამჯობინა. ახალი კონტრაქტის თანახმად, თავდამსხმელი კვირაში 250 მილიონ დოლარს მიიღებს.

უთანხმოება მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონსა და რუნის შორის, პრესაში სკანდალური პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, რომელიც ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. სტატიების თანახმად, უეინი ცოლს ღალატობდა და ამის გამო ფერგიუსონის რისხვა დაიმსახურა. ბევრი მიიჩნევს, რომ რუნიმ ამ მოგზაურობით, პირველ რიგში, მეუღლესთან კოლინთან ურთიერთობის დალაგება სცადა.

როგორც ამბობენ, დუბაიში რუნი და კოლინი ერთმანეთს არცთუ ხშირად ესაუბრებიან. ფეხბურთელის ცოლი ძირითადად პლაჟზე გარუჯვითაა დაკავებული, უეინი კი ცდილობს, მზეზე რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს, რადგან მგრძნობიარე კანი აქვს.

იმასაც ამბობენ, რომ კოლინმა მკერდის გაზრდა გადაწყვიტა, რათა რუნიმ მას მეტი ყურადღება დაუთმოს. თუმცა არსებობს დიდი საშიშროება, რომ გოგონა ქმრის გულგრილობისგან ვერც ამან იხსნას. ჟურნალისტებმა უეინი ჰოტელის ჰოლში მარტო მჯდომი შენიშნეს, მაშინ როდესაც მისი ცოლი სანაპიროზე იხრუკებოდა.

ყველაფრიდან ჩანს, რომ რუნის კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მოსვენებას არ აძლევს. ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ერთერთ თავის ფანს სასტუმროში გულახდილად განუცხადა, რომ სინამდვილეში, ფერგიუსონთან უთანხმოების მიუხედავად, ”მანჩესტერის” დატოვებას არასდროს აპირებდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (203)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი