ჩახნაშვილი ტიტულებისკენ მიიწევს

სიახლეები / ჩოგბურთი 29-ოქტ, 18:079 Sportnews 1754


ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 25-ათასიან ტურნირზე ასპარეზობს, ერთბაშად ორი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

ერთეულთა გათამაშების მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი უკრაინელ ელიზავეტა იანჩუკს დაუპირისპირდა და 7:5, 6:0 იმარჯვა. მეოთხედფინალში მაკა მე-6 რეიტინგის მქონე სლოვაკ კრისტინა კუჩოვას ეთამაშება.

წყვილთა ტურნირზე პირველი ნომრით მოასპარეზე ჩახნაშვილმა და იტალიელმა დენტონიმ უკრაინელებს იანჩუკსა და შკუდინს 6:2, 6:3 სძლიეს და ნახევარფინალში უნგრელ იანისა და ჩეხ კუბიჩიკოვას გაეჯიბრებიან.

კაიროს ტურნირზევე მე-8 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავა რუსეთის სახელით მოთამაშე ნანული ფიფიას გადაეყარა და მერვედფინალური მატჩი 2:6, 3:6 წააგო.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში, ოქსანა კალაშნიკოვასა და რუსი სიროტკინას მე-3 ნომრად განთესილი დუეტი ნახევარფინალშია გასული, სადაც რუსულ ტანდემს (მარენკო-პიმკინა) დაუპირისპირდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი