ოთარ კაიდარაშვილი ევროპის ჩემპიონია

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 17-სექ, 22:429 Sportnews 2103


ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში 17 სექტემბერს დაიწყო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის პირველივე დღეს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ოთარ კაიდარაშვილმა.

კაიდარაშვილმა 3 მეტოქე ჩამოიცილა - უკრაინელი ვალენტინ კოპილოვი, აზერბაიჯანელი ელსევარ სადიგ ზადა და ჰოლანდიელი იანიკ კლეპროთი, ფინალში კი სომხეთის წარმომადგენელ გრიგორ ივანიანს დამატებით დროში აჯობა.

პირველ დღეს ტატამზე ვაჟთა შორის კიდევ 2 ქართველი გავიდა - 60 კგ წონით კატეგორიაში შმაგი ლაგაზაურმა, 66-ში კი ლაშა შავდათუაშვილმა იჭიდავეს, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდნენ.
გოგონათა შორის 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე დარინა აბულაძე გავიდა და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავა, თუმცა ხელი მოეცარა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 18 სექტემბერი 2010 00:40
sagool,upro is gaamiswora finalshi somexs ro mougo da ara prangs an vinme sxvas
admin 17 სექტემბერი 2010 23:15
ვულოცავ, ვულოცავ
Sportnews 17 სექტემბერი 2010 22:56
didebma veraferi qnes, imedia axalgazdebi gvasaxeleben, aba Tqven iciT
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)