მარადონა ინგლისში?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 31-ოქტ, 17:039 Sportnews 1904


ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, დიეგო არმანდო მარადონას მორიგი სურვილი ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობა ყოფილა.

საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობიდან დათხოვნის შემდეგ, მარადონამ რამდენიმე ადგილზე მუშაობის სურვილი გამოთქვა. თავდაპირველად, მან საკუთარი სამსახური იმ “ნაპოლის” შესთავაზა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაუტარებია. შემდეგ იყო პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი, შემდეგ “ალბისელესტეს” მესაჭის ადგილზე დაბრუნება. როგორც ხედავთ, დონ დიეგომ ვერცერთ საწადელს მიაღწია და ახლა, მოულოდნელად, ინგლისში მუშაობის სურვილი გამოთქვა. მოულოდნელად იმიტომ, რომ მარადონას ინგლისთან კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს. 1966 წლის მუნდიალზე, ხელით გოლი მან სწორედ ინგლისის ეროვნულ გუნდს გაუტანა, რის გამოც, იგი ამ ქვეყნის გულშემატკივრებს დღემდე სძაგთ. გარდა ამისა, მარადონა მეგობრობს ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესთან და მათთან ერთად, ანტიიმპერიალისტური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება. მიუხედავად ამისა, მარადონას მაინც აქვს იმედი, რომ მას რომელიმე ინგლისური კლუბი მიიწვევს სამუშაოდ.

“ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობა მსურს. ამ ჩემპიონატში მაღალი დონის გუნდები და შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ყველა იმ ინგლისურ კლუბს, რომელიც მე მომწონს, უკვე ჰყავს კარგი მწვრთნელი. თუ ინგლისიდან კარგი შემოთავაზება მექნება, მას აუცილებლად დავთანხმდები” – ციტირებს მარადონას სიტყვებს Sky Sports-ი.

მარადონა, რომელიც დღეს საკუთარ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, აცხადებს, რომ მისი უპირველესი ოცნება კვლავ არგენტინის ნაკრებში დაბრუნებაა: “დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე დავბრუნდები ნაკრებში. ეროვნულ გუნდს მიღმა უსამართლოდ დამტოვეს. არ მსურს ამ თემაზე საუბარი, რადგან ის, რაც მოხდა, არ იმსახურებს ჩემს სიტყვებს. ზედმეტად კარგ ხასიათზე ვარ იმ პიროვნებებზე სასაუბროდ, რომლებიც ჩემს ყურადღებას არ იმსახურებენ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად მენატრება არგენტინის ნაკრები”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი