დღის ახალი ამბები

"მოძალადის გაღმერთება და მის მხარეს ყოფნა სიკეთეს არავის მოუტანს" - ბაია პატარაია ბასილაშვილის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს

"მოძალადის გაღმერთება და მის მხარეს ყოფნა სიკეთეს არავის მოუტანს" - ბაია პატარაია ბასილაშვილის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს
13-03-2021, 12:17

ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები “არასამთავრობო სექტორს მიუსია”.

“ესეა რა, ერთხელ რომ გაუვა მოძალადეს, ორჯერ რომ გაუვა, ღმერთად რომ დაისვამ მოძალადეს, მერე შემოგიტრიალდება და უარესად დაგარტყამს. ბასილაშვილმაც ასე ქნა, მხარდაჭერით გათამამებულმა საკუთარი მხარდაჭერთა არმია მთელ არასამთავრობო სექტორს მიუსია. ოცნებასთან შეკრულმა ჭკადუამ თავად შეთხზა არარსებულ წერილზე მითი, დააბრალა არასამთავრობოებს და მთელი სპორტული აღტყინება ენჯეო სექტორის წინააღმდეგ მიმართა. ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამაც ბედნიერად ჭამა ეს და საკუთარი გვერდი აქცია ენჯეოების სალანძღავ გვერდად.

ეხლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან ქოცების ხელში.

მოძალადის მხარეს ყოფნა არავის მოუტანს სიკეთეს, მითუმეტეს მოძალადის გაღმერთება და თაყვანისცემა. ღია აბაშიძე რომ ჭკადუა-ბასილაშვილს ტანდემს იცავს და ენჯეოებს თათხავს არც ეს არაა სიმპტომი? ამითიც ვერ ხვდებით რა ხდება?

პ.ს. მასე, სტალინიც კი იყო ქართველი და ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის.

პ.ს.ს. ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ნეკას საქმეში, ექსპერტიზები დევს, მოწმეთა ჩვენებები დევს, ვიდეო მასალაც დევს, სასამართლოს თუ არ უბრძანეს და სამართლიანად თუ ჩატარდა, ვიცით, რა შედეგით უნდა დამთავრდეს ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა მსგავსი საქმე. დროის საკითხია. თუმცა ისეთ კომენტარებზეც მთაგავენ “ცოლის კიდევ ერთხელ ცემის უფლება მოიპოვა უკვე ბასილაშვილმაო”, ჰო, ღლიცინებს ბედნიერი ერი. ჩვენისთანა ბედნიერი არის სადმე კიდე ერი?” – წერს ბაია პატარაია.





გაზიარება
მოინახულეს 5 806-ჯერ
კომენტარები
რეკლამა