მოურინიოს რჩევები ბენიტეს

სიახლეები / ფეხბურთი 14-სექ, 20:009 Sportnews 2100


მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, რომელიც მილანის “ინტერის” გასული, ტრიუმფალური სეზონის მთავარი შემოქმედი იყო, იტალიურ კლუბში მის შემცვლელს, რაფა ბენიტესს ცვლილებების განხორციელებას არ ურჩევს. ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ბენიტესს მის მიერ კლუბში გაწეული სამუშაოს გამოყენება მართებს და თუ იგი მართლაც ასე მოიქცევა, მაშინ თავის მაღალ კლასს დაამტკიცებს.

“ბენიტესს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, მაგრამ მას უნდა ეყოს ჭკუა და სარგებელი მიიღოს იმისგან, რაც მე “ინტერში” გავაკეთე. ეს მან უნდა გააკეთოს მანამ, სანამ ცვლილებების განხორციელებას გადაწყვეტს. ამას მეც ვაკეთებ ყოველთვის, როდესაც ახალ გუნდში მივდივარ. ასე მოიქცა გვარდიოლაც, როდესაც მან რაიკაარდის მემკვიდრეობა ჩაიბარა. ჩემის აზრით, სწორედ ამაში გამოიხატება მწვრთნელის მაღალი კლასი” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს France Football.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი