დღის ახალი ამბები

რა მსგავსებას ხედავს ბაია პატარაია სტალინსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის

რა მსგავსებას ხედავს ბაია პატარაია სტალინსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის

სტალინიც კი იყო ქართველი და ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა, თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის – ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით აღფრთოვანებულ ადამიანებს მიმართავს. ბაია პატარაია ოჯახურ დავაზე საუბრობს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიანიშნებს.

„ესეა რა, ერთხელ რომ გაუვა მოძალადეს, ორჯერ რომ გაუვა, ღმერთად რომ დაისვამ მოძალადეს, მერე შემოგიტრიალდება და უარესად დაგარტყამს. ბასილაშვილმაც ასე ქნა, მხარდაჭერით გათამამებულმა საკუთარი მხარდაჭერთა არმია მთელ არასამთავრობო სექტორს მიუსია. ოცნებასთან შეკრულმა ჭკადუამ თავად შეთხზა არარსებულ წერილზე მითი, დააბრალა არასამთავრობოებს და მთელი სპორტული აღტყინება ენჯეო სექტორის წინააღმდეგ მიმართა. ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამაც ბედნიერად ჭამა ეს და საკუთარი გვერდი აქცია ენჯეოების სალანძღავ გვერდად.
 
ახლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან ქოცების ხელში. მოძალადის მხარეს ყოფნა არავის მოუტანს სიკეთეს, მითუმეტეს მოძალადის გაღმერთება და თაყვანისცემა. ღია აბაშიძე რომ ჭკადუა-ბასილაშვილს ტანდემს იცავს და ენჯეოებს თათხავს არც ეს არაა სიმპტომი? ამითიც ვერ ხვდებით რა ხდება?
 
პ.ს. მასე, სტალინიც კი იყო ქართველი და ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის.

პ.ს.ს. ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ნეკას საქმეში, ექსპერტიზები დევს, მოწმეთა ჩვენებები დევს, ვიდეო მასალაც დევს, სასამართლოს თუ არ უბრძანეს და სამართლიანად თუ ჩატარდა, ვიცით, რა შედეგით უნდა დამთავრდეს ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა მსგავსი საქმე. დროის საკითხია. თუმცა ისეთ კომენტარებზეც მთაგავენ “ცოლის კიდევ ერთხელ ცემის უფლება მოიპოვა უკვე ბასილაშვილმაო“, ჰო, ღლიცინებს ბედნიერი ერი. ჩვენისთანა ბედნიერი არის სადმე კიდე ერი?”
- წერს ბაია პატარაია.

წყარო: primetime.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 801-ჯერ
კომენტარები
რეკლამა