დღის ახალი ამბები

"ეს ხომ დიდი სითავხედე იქნებოდა, არც წამომცდებოდა მსგავსი სიტყვები" - ბასილაშვილის მამის პირველი კომენტარი დოჰას ტრიუმფის შემდეგ

"ეს ხომ დიდი სითავხედე იქნებოდა, არც წამომცდებოდა მსგავსი სიტყვები" - ბასილაშვილის მამის პირველი კომენტარი დოჰას ტრიუმფის შემდეგ
14-03-2021, 21:33

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა , ნოდარ ბასილაშვილი, მისი შვილის წარმატებასა და ემოციებზე საუბრობს და ამბობს, რომ აფიშა რომ ცნობილი გახდა და გაირკვა ნიკა როჯერს დაუპირისპირდებოდა უკვე იყო დიდი მოვლენა მისთვის და ქართველი გულშემატკივორბისთვის.

თუმცა, როგოც თავად ამბობს, მოგებაზე ვერც კი იფიქრებდა რადგან, მისივე თქმით, ეს იქნებოდა "დიდი სითავხედე".

"აფიშა რომ ცნობილი გახდა და გაირკვა ნიკა როჯერს დაუპირისპირდებოდა უკვე იყო ჩვენთვის და ალბათ ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდი მოვლენა. ფედერერს რომ შეხვდა, ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება იყო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინაც ითამაშა მასთან.

აბა მოგებაზე როგორ ვიფიქრებდით? ეს ხომ დიდი სითავხედე იქნებოდა. არც წამომცდებოდა მსგავსი სიტყვები. მატჩის მიმდინარეობისას კი რაღაც იმედი მომეცა. შევატყვე, რომ არაფერს დაუთმობდა და საბედნიეროდ მოხდა ის, რაც მოხდა. დიდი სიამაყით აღვივსე, ემოციებზე აღარაფერს ვამბობ", - ამბობს "პრაიმსპორტთან" ნოდარ ბასილაშვილი.

წყარო: newposts.ge/





გაზიარება
მოინახულეს 2 010-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
  2. ”შეიძლება ეწყინოს ნიკას, მაგრამ არ შემიძლია საჯაროდ მადლობა არ მოვუხადო…” – ნიკა ბასილაშვილზე ეს არავინ იცოდა, ამას ფარულად აკეთებდა…
  3. "ეს არის იმ დონის გამარჯვება ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგო...მაგრამ ნახეთ, როგორ სვავებივით წაესიენ ფემინისტკა ქალები, ქალებს მაინც ჰგავდნენ, მე მაგათი დედა..."
  4. რა მსგავსებას ხედავს ბაია პატარაია სტალინსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის
  5. როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ქართულმა არასამთავროებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს
რეკლამა