Image

ვიქტორ სანიკიძე კიდევ ერთხელ გამოირჩა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 01-ნოე, 19:289 admin 2052


















იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში მე-2 გამარჯვება მოიპოვა ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარმა", ქართველ კალათბურთულს კი ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. "ეარ აველინოსთან" საშინაო მატჩში ბოლონიელებმა 73:66 იმარჯვეს და მე-3 საფეხურზე გადაინაცვლეს. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25 წუთში 14 ქულას 9 მოხსნა (4 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, სამჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ იუხეშეს.

2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ბურთების სხვაობით მეშვიდეა მანუჩარ მარკოიშვილის "ბენეტ კანტუ", რომელიც რომში "ლოტომატიკას" ესტუმრა და 78:66 იმარჯვა. კანტუელებმა პირველივე მეოთხედში 11-ქულიანი (19:8) უპირატესობა დაიბევეს და სასურველი ანგარიში თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მარკოიშვილს სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, მოედანზე გატარებულ 17 წუთში კი 8 ქულას, 6 მოხსნას, 1 პასსა და 1 ჩაჭრას გამორჩა. მანუჩარმა 2-2 სამქულიანი და საჯარიმო გამოიყენა, 3 ორქულიანი კი ააცილა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში შედეგიან თამაშს განაგრძობს ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ლაგუნ არო", რომელმაც მე-5 ტურში მე-4 გამარჯვება (75:64) "ვალიადოლიდთან" მოახერხა და "კახა ლაბორალის", "ხუვენტუტეს", "რეალთან" და "ბარსელონასთან " ერთად გალიდერდა.

გასულ მატჩში ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:56 წუთი დაჰყო და ბასკურ გუნდს 7 ქულა და 3 მოხსნა მოუტანა. ცქიტიშვილმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა.

ადრიატიკის ლიგაში ბელგრადის "პარტიზანთან" ერთი შეხედვით უიმედო მატჩის "მოტრიალება" შეძლო გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ". ბოლო მეოთხედის სტარტზე, ლიუბლიანელები სერბულ გრანდთან 11 ქულით აგებდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში მეტოქე 30:17 გაანადგურეს და 75:73 იმარჯვეს.

შერმადინმა 15 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შეაწია. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ერთი შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბოისა ტრავმირებულია და ლიუბლიანელთა განაცხადში არ ყოფილა. "ოლიმპიას" 5 ტურში 4 მოგება აქვს და ადრიატიკის ლიგის ლიდერ "ჰემოფარმს" მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 1 ნოემბერი 2010 21:29
სგ ბრატ მაგარი სტატიაა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა