მინისტრმა 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა

სიახლეები / სხვა სახეობები / რაგბი / ფოტოგალერეა 01-ნოე, 19:459 admin 3396


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 1 ნოემბერს სამინისტროში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებისა და ასევე მსოფლიოს დედაქალაქების შვიდკაცა რაგბის ტურნირზე მეორე ადგილის მომპოვებელ 15-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა.

19-წლამდელმა მორაგბეებმა ბელგიაში 24-30 ოქტომბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი და 2011 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვეს. ფინალურ მატჩში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა" რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები 38:7 დაამარცხეს.

15-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა კი შვეიცარიაში ჩატარებულ მსოფლიოს დედაქალაქების შვიდკაცა რაგბის ტურნირის ფინალში ითამაშეს და უძლიერეს სამხრეთ აფრიკასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

ლადო ვარძელაშვილი:" ძალიან მაგრები ხართ ბიჭებო, ამ გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა გაახარეთ. ფინალური მატჩის დასრულებიდან 10 წუთში თქვენი გამარჯვება მთელმა საქართველომ გაიგო. ქართული დროშის აღმართვამ და ჰიმნის აჟღერებამ დიდი სიხარული მოგვიტანა. რაც მთავარია, თქვენი იმედი მომავლშიც გვექნება და გვჯერა, რომ წარმატებებს კიდევ მოგვიტანთ. მორაგბეებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და თანადგომა ნამდვილად არ მოგაკლდებათ, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ".

გია ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "ჯერ 15-წლამდელთა ნაკრებს მივულოცავ გამარჯვებას. მათ ნამდვილად ღირსეულად ითამაშეს მსოფლიოს დედაქალაქების თასზე და სამხრეთ აფრიკასთანაც ბოლომდე იბრძოლეს. 19-წლამდელთა გამარჯვება კი ისტორიულია. ამ დრომდე საქართველოს არს ერთ ასაკობრივ ნაკრებს არ მოუგია ევროპის ჩემპიონატი. მაგარი კაცები ხართ, უზომოდ გაგვახარეთ და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეთ, რომ კარგი თაობა მოდის, რომელსაც თავისი სიტყვის თქმა მომავალშიც შეუძლია. გაისად, ეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და გვჯერა იქაც წარმატებით გამოვა".


მინისტრმა 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა
მინისტრმა 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა
მინისტრმა 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (163)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი