ბუტი:იმედია კვლავ შევძლებ თამაშს

სიახლეები 09-დეკ, 02:049 italy 1292


ჯგუფური ეტაპის საფინალო მატჩში "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტთან" 2:0 დამარცხდა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მიუნხენელეთა შემადგენლობაში მატჩი ჩაატარა გუნდის სარეზერვო მეკარემ, ჰანს-იორგ ბუტმა.

37 წლის გერმანელი მეკარე მისი სათამაშო პრაქტიკისა და ასაკის მიუხედავად მოედანზე "ბავარიელთა" შემადგენლობაში გასული ორი ბურთის მიუხედავად ერთპიროვნულად საუკეთესო იყო. მეტიც, ასაკოვანმა მეკარემ არაერთხელ იხნა მისი გუნდი რეალური საგოლე მომენტისაგან. მოედანზე იგი საფეხბურთო სამყაროს ლამის არყოფნაში კაპიტნის როლში მოევლინა. დიდი ალბათობით, ბუტისთვის ეს მატჩი მის კარიერაში საბოლოო იყო, თუმცა თავად მეკარე იმედს არ კარგავს, რომ თამაშის საშუალება კიდევ მიეცემა.

ბუტი: "ეს იყო ძახილი ევროპისთვის, რომ მე კიდევ შემიძლია მოედანზე მყარად დგომა და ჩემი გუნდის დაცვა. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე სეზონში კიდევ მომეცემა თამაშის საშუალება." -განაცხადა ბუტმა.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც "ბაიერნმა" პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ერთ-ერთ ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა Tz-online.de-ზე მოეწყო გამოკითხვა, თუ რომელ გუნდს ისურვებდა "ბაიერნის" გულშემატკივარი პლეი-ოფის მეტოქედ. როგორც აღმოჩნდა, "რეკორდმეისტერის" ქომაგებს სასურველ მეტოქედ აბსოლიტური უმრავლესობით შვეიცარიული "ბაზელი" მიაჩნიათ, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მიღმა თვით "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. მეორე ადგილზე გავიდა იტალიური "მილანი", მესამეზე კი ფრანგული "მარსელი".






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (116)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)