დღის ახალი ამბები

სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ

სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ

transfermarkt.com-მა ბელგიის ჟუპილერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა. როგორც მოსალოდნელი იყო, გენტის ქართველი ლეგიონერის, გიორგი ჩაკვეტაძის საბაზრო ფასი კიდევ შემცირდა. 


21 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, მესამე სეზონია, რაც ტრავმებმა გააწამა. 2018 წლის ბოლოს მისი საბაზრო ფასი მაქსიმუმზე იყო - მაშინ 19 წლის ფეხბურთელი 9 მილიონი ევრო ღირდა. შემდეგ კი transfermarkt-მა მისი ფასის შემცირება დაიწყო, დღემდე მისი ფასი €4 მილიონი იყო. მორიგი განახლების შემდეგ კი გიორგი მხოლოდ €3.2 მილიონი ღირს და ქართველი ფეხბურთელების ჩამონათვალში მესამე ადგილზე გადავიდა, მას დავით ხოჭოლავამ (3.5 მილიონი გადაასწრო). პირველი კი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა - რუბინის ვარსკვლავი 10 მილიონი ღირს. 

გიორგი ჩაკვეტაძემ 2020/21 წლების სეზონში ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია - მოპოვებული პენალტი, სწორედ ამ ეპიზოდში ვენის რაპიდის მეკარესთან შეჯახებისას მიიღო ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმა. მას ოფიციალურ მატჩში 4 ოქტომბრის მერე არ უთამაშია. 




გაზიარება
მოინახულეს 1 592-ჯერ
კომენტარები
რეკლამა