ქეცბაის 14-ნომრიანს ვეღარავინ მოირგებს

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 02-ნოე, 20:319 kaka-ika 1789


"ანორთოსისის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 14-ნომრიან მაისურს, რომლითაც კლუბში თემურ ქეცბაია გამოდიოდა, მომავალში ვერცერთი ფეხბურთელი მოირგებს. საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, “ანორთოსისში” 1992-1994 და 2002-2006 წლებში გამოდიოდა. საერთო ჯამში, მან 176 შეხვედრა ჩაატარა და 75 გოლი გაიტანა.

2005 წელს, როდესაც ქეცბაია “ანორთოსისის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ორი წლით ადრე, როდესაც ქართველი თავდამსხმელი გუნდში მხოლოდ ფეხბურთელის სტატუსით შემოიფარგლებოდა, ფამაგუსტელებმა ქვეყნის თასი მოიგეს.

2008 წელს, "ანორთოსისმა" ქეცბაიას თავკაცობით, ქვეყნის პირველობაზე კიდევ ერთხელ იმარჯვა, 2007-ში კი, კვიპროსის თასსა და სუპერთასს დაეუფლა. 2008-2009 წლების სეზონში, “ანორთოსისმა” ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე ითამაშა და პირველი კვიპროსული გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც წილად მსგავსი პატივი ერგო.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 2 ნოემბერი 2010 22:08
აუ კეცბო მაგარი კაცი ხარ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)