დღის ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა - შემცვლელი ცნობილია

საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა - შემცვლელი ცნობილია
22-03-2021, 11:44

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება.

სფფ-ს ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკემ ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა, ვილი სანიოლიმ ოქრიაშვილის ნაცვლად, ვაკო გვილიას უხმო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მარტის თვეში სამ შეხვედრას გამართავს და შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.





გაზიარება
მოინახულეს 876-ჯერ
კომენტარები
რეკლამა