''მესის მოლოდინში ვარ''

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 03-ნოე, 20:359 beqa_beqa 1999


სანტოსისა და ბრაზილიის ნაკრების ვუნდერკინდი ნეიმარი მოუთმენლად ელის 17 ნოემბერს. როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეს ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან ორი სამხრეთ ამერიკული გრანდი არგენტინა და ბრაზილია, თამაში ყატარში გაიმართება.

ნეიმარმა უკვე მოასწრო სადებიუტო მატჩის ჩატარება "სელესაოს" რიგებში და როგორც ჩანს თავი მოაწონა ნაკრების თავკაცს მანო მენეჟეშს, რომელიც უკვე დიდ იმედებს ამყარებს 18 წლის ფეხბურთელზე. თუმცა თავად ნეიმარს ამ თამაშში ყველაზე მეტად მესისთან შეხვედრა ამოძრავებს: "ერთი სული მაქვს როდის შევეტოქები მესისა და მის ნაკრებს. რა თქმა უნდა იგი ჩემზე ძლიერი ფეხბურთელია, ლეო ხომ მსოფლიოში საუეკთესოა. იმედია ღირსეულად დავუხვდები მას."-განაცხადა ბრაზილიელმა Transamerica-თან საუბარში.

მენეჟეშის ბრაზილიამ სამივე თამაში მოიგო იმ დროის შემდეგ, როდესაც სამხრეთ ამერიკელი თავკაცი კორინთიანსიდან მოვიდა "სელესაოში". ბევრი მიიჩნევს, რომ არგენტინასთან დაპირისპირება იქნება პირველი სერიოზული გამოცდა "ახალი ბრაზილიისთვის".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 3 ნოემბერი 2010 23:00
ო დიდი თამაში იქნება 17 ნემბერს
king 3 ნოემბერი 2010 22:48
მაგარია სგ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (257)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი