კლასიკოს სული გადაურჩინეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 04-ნოე, 19:369 beqa_beqa 1706


ესპანურმა სატელევიზიო კომპანიებმა დაბლოკეს ლა ლიგის იდეა, რომლის თანახმადაც "ელ კლასიკო" ორშაბათს საღამოს უნდა გამართულიყო. ტელევიზიები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პოპულარული მატჩის გამართვას კვირას, გვიან საღამოს ითხოვენ. ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით "ბარსელონა"-"რეალი" 29 ნოემბერს უნდა გამართულიყო. როგორც ჩანს, ესპანურ დერბის (რომელსაც ბოლო ათწლეულებში დაუმკვიდრდა სახელად "ელ კლასიკო" სამხრეთამერიკულის გავლენით) კვირას, 28 ნოემბერს ვიხილავთ.

ეს კი მატჩის უსაფრთხოებას გარკვეულ პრობლემას შეუქმნის - კვირას კატალონიაში რეგიონული არჩევნებია (სწორედ ამის გამო იგეგმებოდა მატჩი ორშაბათს). ახლა ბარსელონას პოლიციას ორივე ღონისძიების მშვიდობიანად გამართვისთვის ექსტრაზომების მიღება მოუწევს, თუკი 28 ნოემბერი "ელ კლასიკოს" დღედ ოფიციალურად დამტკიცდება.

სატელევიზიო კომპანიებმა სწორედ ადგილობრივი არჩევნების ფაქტორი გაითვალისწინეს და ჩემპიონატის მთავარი მატჩის დაწყება ადგილობრივი დროით 21 საათზე დათქვეს. ამ დროს საარჩევნო უბნები უკვე დახურული იქნება და პოლიციის დიდი ნაწილიც "კლასიკოსთვის" მოიცლის. "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება "Canal +"-ს და "gol tv"-ს აქვთ.

ორივე კლუბი მიესალმება მატჩის კვირას გადმოტანას. ორშაბათს თამაში ბევრს არ სურდა. ესპანურ მედიაში ამის გამო უკმაყოფილება საჯაროდ ჩავიმ და ვიქტორ ვალდესმა გამოხატეს. ერთ-ერთი გამოცემა უფრო შორს წავიდა და ორშაბათის "კლასიკოს" "უსულო" უწოდა.

"ბარსელონას" მთელი ევროპის მასშტაბით დაახლოებით 57,8 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, ხოლო "რეალს" - 31,3 მილიონი. ამიტომაც ამ ორი გუნდის დაპირისპირება დიდძალ ტელემაყურებელს იზიდავს. ყოფილა შემთხვევა, როცა "რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრას დაახლოებით 500-მა მილიონმა ადამიანმა უყურა ცისფერი ეკრანით (2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ესპანურმა მედიამ ის დაპირისპირება, რომელიც "რეალმა" 2:0 მოიგო, საუკუნის მატჩად მონათლა).

ლა ლიგაში 160 "კლასიკო" გაიმართა. 68-ჯერ გამარჯვებული "რეალი" დარჩა, 62-ჯერ - "ბარსელონა" (30 ფრე). ყველაზე მეტი ამ გუნდების დაპირისპირებაში ლეგენდარულმა ალფრედო დი სტეფანომ გაიტანა - 14 (ყველა სახის პირველობაზე - 18). ამ გუნდების მოქმედ ფეხბურთელთაგან "კლასიკოზე" თავი ყველაზე მეტჯერ ლიონელ მესიმ გამოიჩინა - 7-ჯერ.

შარშანდელ სეზონში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ორჯერვე დაჩაგრა მანუელ პელეგრინისა. პირველ წრეში "კამპ ნოუზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის წყალობით "ბარსელონამ" 1:0 მოიგო, მადრიდში კი მესიმ და პედრომ ორჯერ დაამწუხრეს იკერ კასილიასი - 2:0.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 4 ნოემბერი 2010 22:49
კარგია რომ კვირას იქნება და არა ორშAბათს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (213)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი