სუარესი “რეალს” შორიდან ემუქრება

სიახლეები / ფეხბურთი 14-სექ, 20:069 Sportnews 2605


ხვალ ამსტერდამის “აიაქსი” მადრიდში “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში თავის საუკეთესო ფეხბურთელს, ლუის სუარესს მოისაკლისებს. 23 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს ამ მატჩს და როგორც ამბობს, სული მისდის, “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშს რომ ვერ ახერხებს.

“რომ გავიგე, ჩემპიონთა ლიგას “ბერნაბეუზე” ვიწყებდით, ლამის ცუდად გავხდი. მე ხომ ვერ ვახერხებ იქ თამაშს. მაგრამ მინდა იოლად მოგების მომლოდინე მადრიდელებს იმედები გადავუწურო. მოურინიოს სახით დიდი მწვრთნელი კი გყავთ და თანაც “აიაქსი” უჩემოდ გეთამაშებათ, მაგრამ ბიჭებო, მერწმუნეთ, ამ ყოველივეს მიუხედავად, ვერ მოუგებთ ჩვენს გუნდს. მე კი ჩემდათავად გპირდებით, რომ გოლებს ამსტერდამისთვის შევინახავ და იქ გაგიტანთ.”



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)