<<>>

17-წლამდელთა ელიტრაუნდი დაკომპლექტდა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / ევროტურნირები 04-ნოე, 22:159 Sportnews 1756


საბოლოოდ გაირკვა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრის თარიღი - საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების ვინაობა უეფას შტაბბინაში 30 ნოემბერს გაირკვევა.

რამდენიმე დღის წინ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის პოტენციური მოწინააღმდეგეების არასრული სია შემოგთავაზეთ, ამჟამად კი უკვე ცნობილია ელიტრაუნდში გასული ყველა გუნდის ვინაობა. ბოლო ორი გუნდი, რომლებმაც ელიტრაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გააღწია, ჩეხეთი და ლატვია არიან.

ამრიგად, ელიტრაუნდში გასული ყველა ნაკრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: საბერძნეთი, ხორვატია, გერმანია, ავსტრია, ინგლისი, საქართველო, ნორვეგია, ირლანდია, პორტუგალია, ჩრდ. ირლანდია, რუმინეთი, ბელარუსი, ისლანდია, თურქეთი, ჩეხეთი, დანია, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, რუსეთი.

წილისყრა ყოველგვარი განთესვის გარეშე ჩატარდება. ჩვენს ჯგუფში მხოლოდ ინგლისის მოხვედრაა გამორიცხული. შეგახსენებთ, ელიტრაუნდში გასული 28 გუნდი 7 ჯგუფად დაიყოფა და ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. ელიტრაუნდი მომავალი წლის მარტში ჩატარდება, ფინალურ რაუნდს კი მაისში სერბეთი უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 4 ნოემბერი 2010 22:44
ვახ არის ხო იცი შანსი აქაც ცოტა სუსტი ნაკრები თუ შეგვხვდა!



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი