კიდევ ერთი ფეხბურთელის გულის შეტევა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 04-ნოე, 22:579 beqa_beqa 1975


გუშინ ესპანეთის მეორე დივიზიონის შეხვედრაში სალამანკასა და ბეტისს შორის, მასპინძელთა 31 წლის ფეხბურთელს მიგელ გარსიას გულის შეტევა დაემართა. მედიკოსებმა დროული ჩარევა მოახდინეს და ელექტროშოკის მეშვეობით შეძლეს ფეხბურთელის გულის ამუშავება, რომელიც დაახლოებით 25 წამი გაჩერებული იყო.

იტალიურმა "La Gazzeta Dello Sport"-მა მომხდარს სტატია მიუძღვნა სათაურით "რა ხდება ესპანეთში". აპენინელმა ჟურნალისტებმა გაიხხსენეს ყველა მსგავსი შემთხვევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა პირენეის ნახევარკუნძულზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დასვეს სამედიცინო კონტროლი, რომელიც არსებობს ესპანეთში.

ანტონიო პუერტა - გარდაიცვალა 2007 წლის 28 აგვისტოს. სევილია - ხეტაფეს შეხვედრის მსვლელობისას ანდალუსიელთა მცვლეს გულის მცირე შეტევა მოუვუდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. იტალიელი ჟურნალისტების განცხადებით ახალგაზრდა მოთამაშემ ვარჯიშებზე რამდენიმეჯერ თავი ცუდად იგრძნო, მიუხედავად ამისა სამედიცინო გამოკვლევები გაიარა და ექიმებს მისთვის თამაში არ აუკრძალავთ.

დანი ხარკე - ესპანიოლის ფეხბურთელი იტალიაში წინასასეზონო შეკრებისას სასტუმროს ნომერში გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს.

ხორდი პიტარკე - რეუსის მოთამაშე, ამა წლის 6 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.

აქვე უნდა გავიხსენოთ რეალელი რუბენ დე ლა რედის შემთხვევა, რომელიც სათასო შეხვედრისას მცირე გულის შეტევით მოედნიდან გაიყვანეს და დღემდე ფეხბურთელს კარიერა არ განუახლებია. ჟურნალისტები ასევე ახსენებენ სერხიო სანჩესისა და კიკო ფემენიას (ერკულესი) საქმეებს. ამ უკანასკნელმა თავი რამდენიმეჯერ ცუდად იგრძნო, მიზეზი კი ექიმებმა ვერ დაადგინეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 4 ნოემბერი 2010 23:24
აუ რა ცოდვაა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი