სნეიდერი: ,,რეალში" არ დავბრუნდები. არასდროს"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 05-ნოე, 16:429 FCB 1634


ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ იგი აღარ დაბრუნდება ,,რეალ მადრიდში".

ფეხბურთის სპეციალისტებმა უკვე დაასახელეს სამი შესაძლო ,,ოქროს ბურთის" ახალი მფლობელი 11 იანვარს ციურიხში. ჩავი და ინიესტა, რომლებმაც, არც თუ ისე ცუდად იასპარეზეს და უესლი სნეიდერი, რომელმაც მოიგო იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

,,უკვე დიდი ხანია ჰოლანდიელებს არ მოუგიათ ,,ოქროს ბურთი" ეს პრიზი განსაკუთრებულია. ეს გამარჯვება შეიძლება შეადარო ლატარიაში გამარჯვებას. ინიესტა ჩავი და მე ვართ მთავარი ფავორიტები. მე მაქვს რაღაც შანსები, თუმცა სიმართლე გითხრათ არ მინდა ამაზე ვიფიქრო" გამოტყდა სნეიდერი.

ჰოლანდიელის წარმატებული თამაში ,,ინტერში" ააგორა ახალი ჭორები იმის შესახებ, რომ იგი დაუბრუნდება ყოფილ გუნდს, რომელსაც სათავეში ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო უდგას.თვითონ სნეიდერმა კი ამ ფარსს წერტილი დაუსვა: ,, მე არ დავბრუნდები იმ გუნდში არასდროს, სადაც მე ცუდად მომექცნენ. არ მინდა მოვიტყუო და ვთქვა, რომ არაფერი მომხდარა. ხაზს ვუსვამ, რომ მე ,,რეალ მადრიდშ" არ დავბრუნდები არასდროს."


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 5 ნოემბერი 2010 17:41
არც არავინ დაგაბრუნებს !!! როცა იყავი მაშინ ხო მოწყვიტე ვარსკვლავები რა :D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი