დღის ახალი ამბები

ცნობილია ითამაშებს თუ არა სერხიო რამოსი საქართველოს წინააღმდეგ

ცნობილია ითამაშებს თუ არა სერხიო რამოსი საქართველოს წინააღმდეგ

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გუნდის კაპიტნის, სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა.

“ფურია როხას” გამოცდილი ცენტრალური მცველი, საბერძნეთთან, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1), მეორე ნახევრის დასაწყისში შეცვალეს.

თავისი კლუბის ბოლო მატჩში, სერხიო რამოსს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ის ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს.
ჩვენ წინასწარ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ის მხოლოდ პირველ ტაიმს ითამაშებდა და თავს მშვენივრად გრძნობს. შემდეგ შეხვედრებში მისი გამოყენების შესაძლებლობა თავისუფლად გვექნება“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.







გაზიარება
მოინახულეს 1 455-ჯერ
კომენტარები
რეკლამა