ტატიშვილი პირველ ჩოგანს ხვდება

სიახლეები / ჩოგბურთი 06-ნოე, 13:179 beqa_beqa 1766


საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (137) ამერიკულ გრეიპვაინში (50 ათასი დოლარი) წინ მიიწევს - მერვედფინალში ჩვენებურმა სამსეტიანი ბრძოლა ამერიკელ ჯული დიტის (294) მოუგო - 6:7 (4), 6:2, 6:3.

მეოთხედფინალში ანას, როგორც ვივარაუდეთ, ტურნირის პირველი ჩოგანი ვარვარა ლეპჩენკო ერგო. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ამერიკელი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია. ის უზბეკეთშია დაბადებული, მაგრამ დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. გრეიპვაინში მე-5 ნომრად განთესილი ქართველი წლეულს ლას ვეგასის ტურნირში (50 ათასი დოლარი) გადაეყარა ლეპჩენკოს და სამ სეტში დამარცხდა.

გზიდან ფავორიტის ჩამოშორების შემთხვევაში, ანას მეტოქე ნახევარფინალში რუს ელენა კულიკოვასა (317) და ამერიკელ ალექსანდრა სტივენსონს (347) შორის გამარჯვებული იქნება. ტატიშვილმა უკვე დაიბევა 18 სარეიტინგო ქულა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 6 ნოემბერი 2010 13:47
ანი ტუ მოუგი ჩAვტვლი რომ ფინალშასც მოიგებს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი