დღის ახალი ამბები

რატომ ჩაქრა შუქი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ?

რატომ ჩაქრა შუქი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ?
27-03-2021, 22:30

სოციალური ქსელი მოიცვა ამბავმა, რომ ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს "დინამო არენაზე" შუქი ჩაქრა.

როგორც ირკვევა საქართველომ აქციას „დედამიწის საათს“ სოლიდარობა გამოუცხადა და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთო.

„დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.




გაზიარება
მოინახულეს 3 179-ჯერ
კომენტარები
რეკლამა