“იუვეს” ლაზარეთი დღითიდღე იზრდება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 06-ნოე, 20:039 slim4you 1678


ტურინის “იუვენტუსის” ლაზარეთი დღითი-დღე იზრდება. “ბებერი სინიორას” ისედაც განახევრებულ შემადგენლობას მილოშ კრასიჩი და ნიკოლა ლეგროტალიეც გამოაკლდნენ. პირველი მათგანი ჯერაც დისკვალიფიკაციას იხდის და “ჩეზენასთან” იგი ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაშიც ვერ ითამაშებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ევროპის ლიგაზე, “ზალცბურგთან”, შინ, 0:0 ნათამაშებ მატჩში სერბის მიერ მიღებული ტრავმა არცთუ მსუბუქი გამოდგა და მას დაახლოებით 1 თვით მოუწევს უქმობა. იმავე შეხვედრაში მიიღო დაზიანება ლეგროტალიემაც, რომელიც კიდევ უფრო დიდხანს, დაახლოებით 40 დღით იუქმებს.
ტურინელთა რიგებში, ხანგრძლივი ტრავმები აქამდეც ჰქონდათ გამოწერილი პაოლო დე ჩელიეს, ჟორჟე მარტინესს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ლეანდრო რინაუდოს. კვირას, “ჩეზენასთან” გასამართ მატჩში ასევე ვერ ითამაშებენ ზდენეკ გრიგერა, ალექს მანინგერი, არმან ტრაორე და დავიდ ლანცაფამე. საეჭვოა მოედანზე ჯორჯო კიელინი, ფელიპე მელოსა და ვინჩენცო იაკინტას გასვლაც.
ლაზარეთში ამდენი ფეხბურთელის ყოფნა, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა დელ ნერისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, “ჩეზენასთან” გასამართ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, 18 წლის ფრედერიკ სორენსენი ათამაშოს. ახალგაზრდა დანიელი ცენტრალური მცველი “იუვემ” გასულ ზაფხულში გადაიბირა შვედეთის მე-2 დივიზიონის გუნდ “ლინბიუდან” და მის ასეთ ნაადრევ დებიუტს არც ელოდნენ, მაგრამ ფაქტობრივად ყველა ცენტრალური მცველის ტრავმა დელ ნერის ამ ნაბიჯისკენ უბიძგებს. იტალიელი მიმომხილველების აზრით, თუ “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა სორენსენის კანდიდატურა უარყო, მაშინ იგი, დაცვის ცენტრში, ფელიპე მელოს ათამაშებს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 6 ნოემბერი 2010 20:15
ამათ კიდე ეგ უნდოდათ: ) ისედაც ჯანმრთელზე მეტი ტრამვირებული ყავთ >(
beqa_beqa 6 ნოემბერი 2010 20:06
ივე_ ჩეზენა 1 ანია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (177)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი