კიევის "დინამოსა" და უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადისლავ ვაშჩუკმა თავისი მწვრთნელის, ვალერი ლობანოვსკის სამწვრთნელო მეთოდები და მის ვარჯიშებს "შეწირული" კახი კალაძეც გაიხსენა.
"ლობანოვსკი ხშირად ამბობდა, გუნდს გავავარსკვლავებთ და თქვენც შესაბამისად ვარსკვლავებად იქცევითო. არ ვიცი, როგორ გეგმავდა ამის გაკეთებას, თუმცა მეთოდები მართლაც უჩვეულო ჰქონდა".
"ყველაზე მეტად "სამასი ხუთჯერ" დამამახსოვრდა. ვარჯიშის ამ მეთოდს ზუსტად შესაფერისი სახელი ჰქვია: სამას მეტრს გავრბოდით გარკვეული სიჩქარით, არც ვუკლებდით და არც ვუმატებდით. თითოელი გარბენის შემდეგ პულსს გვიზომავდნენ და 4 წუთში ისევ იმავე დავალებას ვასრულებდით. ასე გრძელდებოდა ხუთჯერ და ბოლო ცდაზე უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობდით, მწვრთნელი კი გვიყვიროდა ფეხებს ნუ ხრითო".
"კალაძე გუნდში ახალი მოსული იყო და მაშინვე ეს სასწაული ვარჯიში დაატყდა თავს. მე-4 თუ მე-5 ცდაზე გონება დაკარგა და გასახდელში ხელით გავიყვანეთ. როცა მოსულიერდა, გიჟივით დარბოდა, ყვიროდა ხელი გამიშვით ამნაირი ვარჯიშის დედაცო... რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩვენიანი გახდა და უპრობლემოდ ასრულებდა ლობანოვსკის დავალებებს", - იხსენებს ვაშჩუკი.
"კალაძე როცა მოსულიერდა გიჟივით ყვიროდა, გამიშვით ამ ყველაფრის დედაც.."
2-04-2021, 10:24
გაზიარება
მოინახულეს 865-ჯერ
კომენტარები
18-04-2024 12:42
267
სასაცილო ციფრები – რა ანაზღაურების მიცემას აპირებს ლაურენტისი კვარაცხელიასთვის
ვრცლად
18-04-2024 11:06
153
კვარაცხელიამ "ნაპოლის" ვარჯიში კვლავ გამოტოვა - რა გახდა ამის მიზეზი ?
ვრცლად
17-04-2024 14:21
567
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ევროპის ჩემპიონატსაც ვითამაშებთ და ევროკავშირშიც შევალთ!!! ეს ის ბიჭები არიან, ისტორიას რომ წერენ“
ვრცლად
17-04-2024 09:27
265
კვარაცხელიას მორიგი აღიარება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ქართველი ვარსკვლავის შესახებ
ვრცლად