9 თებერვალს ლუქსემბურგს ვეთამაშებით?

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 09-ნოე, 18:169 Sportnews 1463


ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი ჩვენი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისთვის ამხანაგური მატჩების ორგანიზებაზე მუშაობას აგრძელებს. თავდაპირველად, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი ეროვნულის მონაწილეობის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ კუნძულელებთან შეთანხმება არ შედგა.

კვიპროსის ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ, 9 თებერვალს უნგრეთის ნაკრებთან გასვლითი ამხანაგური შეხვედრის ჩატარების საკითხიც განიხილებოდა, მაგრამ უნგრელებთან შეთანხმებაც არ შედგა. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძის თქმით, ლუქსემბურგის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარების საკითხი აქტიურად განიხილება. ჩვენი ინფორმაციით, ლუქსემბურგელებთან მცირედი დეტალები დარჩა შესათანხმებელი.

ამჟამინდელი ვითარებით, დიდი შანსია 9 თებერვალს ლუქსემბურგისა და ჩვენი ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩი შედგეს.

ვნახოთ, რას წარმოადგენს ჩვენი პოტენციური სპარინგ პარტნიორი. ლუქსემბურგის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი მიშელ ნი ხელმძღვანელობს. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ნაკრები ჯგუფში საფრანგეთის, ბელარუსის, ალბანეთის, ბოსნიისა და რუმინეთის შემდეგ, 1 ქულით, ბოლო, მე-6 ადგილზეა. მიშელ ნის გუნდმა ოქტომბერში ორი მატჩი გამართა, საფრანგეთთან სტუმრად 0:2 დამარცხდა და ბელარუსს შინ 0:0 ეთამაშა. ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგში ლუქსემბურგი 135-ე ადგილზეა. ჩვენი ეროვნული გუნდი აქამდე ორჯერ ეთამაშა ლუქსემბურგის ნაკრებს და ორივეჯერ სტუმრად და თანაც ამხანაგურ შეხვედრაში - 2001 წელს ჩვენმა ეროვნულმა ბენილუქსში 3:0 მოიგო, 2007 წელს და კლაუს ტოპმიოლერის ფორმაციის გუნდი 0:0-ს დასჯერდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 9 ნოემბერი 2010 20:58
კარგია სუსტი გუნდი რომ შეურჩევიათ შეტევაში თამაში გვაქ დასამუგამებელი
beqa_beqa 9 ნოემბერი 2010 19:10
კარგი იქნება



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)