დღის ახალი ამბები

ცნობილია, რა თანხას ითხოვს "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერისთვის

ცნობილია, რა თანხას ითხოვს "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერისთვის
6-04-2021, 06:43

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ლამის ყოველ წამს ვრცელდება. ამ ინფორმაციულ ნაკადში ერთი კონკრეტული დეტალი დააზუსტა რუსულმა გამოცემამ, რომელიც ამტკიცებს, რომ „მილანის“ და ყაზანის „რუბინის“ მოლაპარაკებისას ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის კონკრეტული თანხა დასახელდა. მანამდე მოლაპარაკებების პროცესზე სიახლე ესპანურმა Todofichajes-მა გაავრცელა. 

„სეზონი დასასრულს უახლოვდება და „მილანში“ უკვე ზაფხულის ტრანსფერებზე ფიქრობენ. იტალიურ კლუბს სურს, გუნდში ახალი კარგი მოთამაშეები დაიმატოს და „სატრანსფერო ფანჯრის“ გახსნისთანავე ახალი სახელებით გაძლიერდეს. TodoFichajes–ის ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ ყუბანის „რუბინთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიზნით მოლაპარაკებები გააქტიურა. ქართველი თავდამსხმელი რამდენიმე დიდი ევროპული კლუბის სამიზნეა, როგორებიც არიან „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ და აშკარაა, ამ საკითხის სასწრაფოდ მოგვარება აუცილებელია“, – ამტკიცებს Todofichajes.

საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ იტალიური კლუბის დაინტერესებაზე რუსულმა „სპორტ-ეკსპრესმა“ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დააკონკრეტა.
„იტალიელებმა ყაზანის „რუბინთან“ მოლაპარაკებების პროცესი დააჩქარეს და ამ მხრივ სერიოზული პროგრესია. ტრანსფერის ღირებულება 19 მილიონ ევროს შეადგენს“, – წერს ცნობილი რუსული სპორტული გამოცემა.





გაზიარება
მოინახულეს 1 709-ჯერ
კომენტარები
რეკლამა