დღის ახალი ამბები

თვეში 10 000 ლარზე მეტი - მოთხოვნების სრული სია ცნობილია

თვეში 10 000 ლარზე მეტი - მოთხოვნების სრული სია ცნობილია
6-04-2021, 16:30
---

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ყოფილი ქმრის მიმართ ალიმენტის დაკისრებას მოითხოვს. საქმე ამჯერად სამოქალაქო სამართლის ჭრილში განიხილება.

განცხადებაში, რომელიც 25 მარტს მოსამართლე დალი აბჟანდაძეს წარედგინა, ჩამოთვლილია კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც დოროყაშვილს ყოფილი ქმრის მიმართ აქვს - ყველა მოთხოვნა ბავშვის საჭიროებებს უკავშირდება. გთავაზობთ სარჩელში არსებულ მოთხოვნათა სრულ სიას:


როგორც ფოტოდან ხედავთ, თუკი სასამართლო დოროყაშვილის სარჩელს დააკმაყოფილებს, ბასილაშვილს ალიმენტის სახით ყოველთვიურად - სექტემბრამდე 9 740 ლარის, ხოლო სექტემბრიდან 10 740 ლარის გადახდა მოუწევს, რასაც ყოველწლიურად გადასახდელი სკოლის თანხა - 2900 ევროც დაემატება. თუმცა, დოროყაშვილის ინტერესთა დამცველები CrystalSport-თან კომუნიკაციისას აღნიშნავენ, რომ მათი კლიენტი მზადაა, ყოველთვიური თანხის 50% თავად, როგორც ლუკას ბასილაშვილის ერთ-ერთმა მშობელმა, გადაიხადოს.

მეორე მხრივ, ბასილაშვილის ინტერესთა დამცველები CrystalSport-თან აღნიშნავენ, რომ დოროყაშვილმა დაარღვია 2020 წლის თებერვალში დადებული სიტყვიერი შეთანხმება, რომლითაც მის საკუთრებაში 3 მილიონი ლარის ქონება გადავიდა. ნიკოლოზის იურისტთა პოზიციით, სიტყვიერი შეთანხმება გულისხმობდა, რომ დოროყაშვილი ამ ქონების მიღების შემდეგ, რომელიც შემოსავალს ყოველთვიურადაც აძლევდა, ალიმენტს აღარ მოითხოვდა, თუმცა მან ახლა სწორედ ალიმენტის მიღების მიზნით ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყო.

ასე რომ, დოროყაშვილი-ბასილაშვილის სამართლებრივი დავა, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის კუთხით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება. 
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილსა და მის ექს-მეუღლეს შორის მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დავის, რომელიც შესაძლო ძალადობის საქმეზე გრძელდება, ბოლო სასამართლო პროცესი მარტის ბოლოს გაიმართა. შემდეგი პროცესი კი 19 აპრილს, 14 საათზე ჩაინიშნა. 

წყარო : Crustalsport.ge





გაზიარება
მოინახულეს 4 161-ჯერ
კომენტარები
რეკლამა