სნეიდერს ანემია აქვს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 11-ნოე, 19:419 FCB 1759


როგორც De Telegraaf იტყობინება, მილანის ინტერის ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა "ბრეშიასთან" მატჩის პირველ ნახევარში შეუძლოდ იგრძნო თავი. შესვენებაზე გასახდელში ჰოლანდიელმა გონება დაკარგა. სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა მისთვის დასვენების საშუალება მიეცა. თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას ანემია აქვს. ამ დაავადების სინდრომებია - გადაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

"პირველი ტაიმის მიწურულს შეუძლოდ გავხდი, ვიგძენი სისუსტე და ტკივილი მთელ სხეულში. როდესაც გასახდელში მივდიოდი ძალიან საშიში იყო. ექიმები ჩემი გულის მოქმედების რიტმს აკონტროლებდნენ. შემდეგ გავემგზავრე ჰოლანდიაში ტესტების და ანალიზების ჩასატარებლად. საბოლოოდ გამოირკვა, რომ ანემია მაქვს, ორგანზმი გამოფიტულია და აუცილებელია დასვენება", - განაცხადა სნეიდერმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 10 ივნისი 2012 22:20
სნეიდერი მაგარია, მგონი მომავალ წელს მილანში ვიხილავთ.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი