ფორლანი ქორწინდება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / პირადი ცხოვრება 11-ნოე, 20:599 Sportnews 1895


მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ ურუგვაელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ ბოლოსდაბოლოს ოჯახდება.

"ატლეტიკოს" ფორვარდის რჩეული ცნობილი არგენტინელი მოდელი ზაირა ნარაა. 22 წლის ლამაზმანი და ფორლანი ერთმანეთს 2008 წლიდან იცნობენ, თუმცა მათი რომანის შესახებ მსოფლიომ მოგვიანებით შეიტყო.

დაქორწინების შესახებ ფეხბურთელმა ურუგვაული ტელევიზიის ერთერთ გადაცემაში განაცხადა. დღესასწაულის დრო და ადგილი ფორვარდს არ გაუმხელია, თუმცა აღნიშნა, რომ ჯვრისწერა ახლო ხანში შედგება.

"გვსურს დავოჯახდეთ და ბევრი ბავშვი გავაჩინოთ", - თქვა ურუგვაელმა.

აღსანიშნავია, რომ ზაირა არანაკლებ ცნობილი არგენტინელი ლამაზმანის, ვანდას უმცროსი დაა. ვანდა იტალიის კლუბ "კატანიის" ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის ცოლია.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 11 ნოემბერი 2010 21:00
ვულოცავ იმნედია დამპატიჯებს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)