ინძაგის სეზონი დასრულდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 11-ნოე, 23:529 FCB 1721


უბერებელი ფილიპო ინძაგი პალერმოსთან თამაშის დროს დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. დღეს დილითვე სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. დიაგნოზი დაუნდობელია: მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინა მყესების დაზიანება და მენისკის ტრავმა. მილანის ექიმის ინფორმაციით სუპერპიპო თამაშს 6 თვე ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.

"ასეთია ცხოვრება და ფეხბურთი. ერთი წუთის წინ იბრძოდი და თამაშობდი, ერთი წუთის შემდეგ კი საკუთარი ფეხი ხელში გიჭირავს. და კიდევ ერთი წუთის შემდეგ გარშემო იყურები. ჩემს გარშემო კი ყველა თქვენ ხართ. თქვენს გამო არ დავნებდები. ყველაფერს გავაკეთებ, დამიჯერეთ, რადგან არაფერი დასრულებულა. ამას შევძლებ თქვენი ძალისა და ენერგიის მეშვეობით". ასეთია ინძაგის განცხადება მილანის ოფიციალურ ვებგვერდზე. უახლოეს დღეებში მილანის ექიმი და ფეხბურთელი გადაწყვიტენ თუ რომელ კლინიკაში და როდის გაიკეთებს ფილიპო ოპერაციას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (132)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი