დღის ახალი ამბები

სიგიჟე ჩეჩნეთში: კადიროვის 13 წლის შვილს კრივის ტურნირზე გამარჯვება მას შემდეგ მისცეს, როცა მოწინააღმდეგემ მისი ცემა დაიწყო

სიგიჟე ჩეჩნეთში: კადიროვის 13 წლის შვილს კრივის ტურნირზე გამარჯვება მას შემდეგ მისცეს, როცა მოწინააღმდეგემ მისი ცემა დაიწყო
19-04-2021, 15:46

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კრივის მატჩის ვიდეო, რამზან კადიროვის შვილს, 13 წლის ადამ კადიროვსა და ასლან ბატიროვს შორის. 

შეხვედრა საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც "ლეგენდების დრო 6: სპეციალური ოპერაცია" ერქვა.

მეორე რაუნდში მოკრივეებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, რის შემდეგაც რეფერიმ შეხვედრა გააჩერა და ასლანს ნოკდაუნი აუთვალა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასლანი ფეხზე მყარად იდგა და საერთოდ არ ჩანდა დაზიანებული. მალევე მისმა სეკუნდანტებმა თეთრი პირსახოცი ისროლეს. 

გამომდინარე აქედან, რეფერიმ გამარჯვება უმცროს კადიროვს მისცა და ტიტულიც გადასცა. ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ ადამი მოწინააღმდეგეს "შანსს არ უტოვებდა".

წყარო:
palitravideo.ge


გაზიარება
მოინახულეს 6 052-ჯერ
კომენტარები
რეკლამა