Image

ხორვატები ჩვენს ჯგუფში ლიდერობას გეგმავენ

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 13-ნოე, 11:529 beqa_beqa 1507


















ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენს ჯგუფში წელს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება. ჯგუფის ფავორიტი ხორვატია, 17 ნოემბერს აუტსაიდერ მალტას უმასპინძლებს. ხორვატთა ეროვნული გუნდის თავკაცმა სლავენ ბილიჩმა ამ მატჩში უცილობლად 3 ქულა დაგეგმა და ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია. ბილიჩის სიაში 22 ფეხბურთელია:

მეკარეები: ვედრან რუნიე (ლანსი, საფრანგეთი), სტიპე პლეტიკოშა (ტოტენჰემი, ინგლისი);
მცველები: ვედრან ჩორლუკა (ტოტენჰემი, ინგლისი), იოსიპ შიმუნიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), გორდონ შილდენფელდი (შტურმი, ავსტრია), შიმე ვრშალიკო (დინამო ზ.), ივან შტრინიჩი, იურიცა ბულიატი (ორივე ჰაიდუკი);
ნახევარმცველები: დარიო სრნა (შახტარი, უკრაინა), ტომისლავ დუიმოვიჩი (დინამო მ. რუსეთი), ივან რაკიტიჩი (შალკე, გერმანია), დანიელ პრანიჩი (ბაიერნი, გერმანია), ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე ტოტენჰემი, ინგლისი), მილან ბადელი (დინამო ზ.), ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია);
თავდამსხმელები: ედუარდო და სილვა (შახტარი, უკრაინა), მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი, გერმანია), მარიო მანძუკიჩი (ვოლსფბურგი), მატე ბილიჩი (ხიხონი, ესპანეთი), ნიკოლა კალინიჩი (ბლექბერნი, ინგლისი), სრდან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია).

დაბოლოს, იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთი ლიდერობს, რომელიც საფეხურითა და ქულით უსწრებს ხორვატიას. ხორვატები მალტასთან მოგების შემთხვევაში, ჯგუფში გაისამდე, 26 მარტამდე ერთპიროვნული ლიდერები იქნებიან. 26 მარტს კი ხორვატიის ნაკრებს თბილისში ვუმასპინძლებთ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა