დღის ახალი ამბები

ზურა დათუნაშვილის ემოციური კომენტარი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ

ზურა დათუნაშვილის ემოციური კომენტარი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა. მოჭიდავემ პირველი ვრცელი კომენტარი გააკეთა :

“პირველ რიგში, მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებსა და მათ სამეგობროს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც დღეს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ მთელი საქართველოსთვის, უკანონოდ სხედან ციხეში. ასევე, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი შევუმსუბუქო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და მინდა, მადლობა გადავუხადო სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ”, – განაცხადა დათუნაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში.





გაზიარება
მოინახულეს 742-ჯერ
კომენტარები
რეკლამა