კაკა ბრუნდება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 14-ნოე, 10:479 Sportnews 2050


დღეს მარკამ მადრიდის რეალის გულშემატკივრებისათვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. კაკამ შემოწმება გაიარა. მარცხენა მუხლი ბოლომდე გამოჯამრთელებულია. ბრაზილიელმა ნათელი დაინახა ბნელი გვირაბის ბოლოს..

ასი დღე გავიდა, მას შემდეგ რაც ბრაზილიელმა ოპერაცია გაიკეთა მარცხენა მუხლზე. დღეს კი მადრიდის რეალის ექიმებმა დაადასტურეს კაკას გამოჯანმრთელება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ მთავარი სირთულეები რიკარდომ გადალახა, მისი დაბრუნება ძალიან ახლოსაა. ის უკვე შეცვლის ვარჯიშს და დაიწყებს სირბილს.

როცა ბრაზილიელი შემოწმებიდან გამოვიდა ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა.ის ვერ მალავდა თავის გახარებას. დიდი ხნის შემდეგ ის გრძნობს რომ უკეთესადაა. 5 აგვისტოს შემდეგ, როცა კაკამ ოპერაცია გაიკეთა, ის ყოველდღე ექვს საათს მუშაობდა და ეს მუშაობა დაუფასდა.

ბრაზილიელისთვის ბოლო სამი თვე გრძელდებოდა, როგორც უსასრულობა. ფიზიკური დატვირთვის გარდა მორალურადაც ძალიან რთული პერიოდი იყო. მენისკის ტრავმა არაა ადვილად მოსარჩენია, ამის გამო კაკას არ შეეძლო ყოველ კვირაში ახალი იფნორმაცია მიეღო თავისი მუხლის შესახებ. ყველაფრის მიუხედავად რეალის ფეხბურთელმა იცოდა, რომ სწორი გზა ჰქონდა არჩეული და უცდიდა როდის დამთავრდებოდა ეს პერიოდი.

ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გავა ბრაზილიელი მოედანზე, სავარაუდოდ მადრიდის რეალის ფეხბურთელი სირბილს ათი დღით ადრე ''ელ კლასიკომდე'' 22 ნოემბერს დაიწყებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 14 ნოემბერი 2010 12:52
კაკა ელ კლასიკომდე რომ დაბრუნდეს რა ხეირი მთავარია ითამაშოს ტორე რად გვვინდა ოზილი უკეთ ითამაშებს
Sportnews 14 ნოემბერი 2010 10:53
კაკა კლასიკოსთვის რომ დაბრუნდეს მაგარი იქნება, მაგრამ აქაა ერთი მეორე საკითხიც სად უნდა ითამაშოს რეალურად.

მის ადგილზე ოზილი თამაშოსბ, რომელიც შესანისნავად არის მორგებული მოურინიოს რეალს, მარა მოურინიო წელიწადში 12 მილიონს იღებს და კარგ გამოსავალს ნახავს.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (5)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)